Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულის ადვოკატი: დავითმა მიიღო, მისი შეფასებით, პრაგმატული გადაწყვეტილება, ვინაიდან ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება დაინახა

November 11, 2026
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულის ადვოკატი: დავითმა მიიღო, მისი შეფასებით, პრაგმატული გადაწყვეტილება, ვინაიდან ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება დაინახა

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. დანაშაული აღიარეს და მონანიეს დავით ჟღენტმა, დავით სტურუამ, კონსტანტინე კოკაიამ და კახაბერ მჟავანაძემ. მათთან საპროცესო შეთანხმება დღეს სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა. დაკავებულები ციხეს 3 კვირაში დატოვებენ.

დავით ჟღენტის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები არ არსებობდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად საპროცესო შეთანხმება და ბრალის აღიარება დაინახა.

“იმ პირობებში, როდესაც დავით ჟღენტის მიმართ არ არსებობდა არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, არც ვიდეოჩანაწერი, ან რომელიმე ნეიტრალური მოწმის ჩვენება, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად, მხოლოდ პოლიციელების შეუთანხმებელ ჩვენებებზე დაყრდნობით, დავით ჟღენტი ცნო დამნაშავედ. ამ პირობებში დავითს არ ჰქონდა არანაირი მოლოდინი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო შეცვლიდა გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლო გაამართლებდა დავით ჟღენტს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება და ხაზგასმით აღვნიშნავ, არც მათ შორის ვიდეოჩანაწერი, დავითმა მიიღო, მისი შეფასებით, პრაგმატული გადაწყვეტილება, ვინაიდან ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად დაინახა მხოლოდ და მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება. ბუნებრივია, საპროცესო შეთანხმების წინაპირობას წარმოადგენს ბრალდების აღიარება,” – განაცხადა დავით ჟღენტის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანდა თითოეული მათგანის ქმედება, კერძოდ, როგორ ცდილობდნენ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას და მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში.

“კახაბერ მჟავანაძემ, კონსტანტინე კოკაიამ, დავით სტურუამ და დავით ჟღენტმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს. მოგვმართეს განცხადებით და ამის შემდეგ ჩვენს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. თითოეული მათგანი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განესაზღვრათ, ერთი წელი და ორი თვე თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი.

ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანდა, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები. თითოეული მათგანი ცდილობდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში,” – აღნიშნა პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს შსს პასუხობს
  • “არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით”- რას ამბობს გიორგი კახიანი
  • ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge