Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფეიქრიშვილის პროცესი გაიმართა – ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩება

November 10, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფეიქრიშვილის პროცესი გაიმართა – ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფეიქრიშვილის პროცესი გაიმართა. გადაისინჯა და ძალაში დარჩა აღკვეთის ღონისძიება. ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩება.

ადვოკატმა განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა, რადგან დაცვის მხარეს სასამართლოსთვის ახალი არსებითი გარემოება არ წარუდგენია,

“აღკვეთის ღონისძიების შეცვლას აუცილებლად სჭირდება ახალი არსებითი გარემოება. სხვა შემთხვევაში, ახლა მოსამართლეს თავს მასხრად ვერ ავაგდებინებთ, რომ კოდექსი არ იცისო. არ გვქონდა ახალი არსებითი გარემოება და თავისთავად გვინდა-არ გვინდა, დავეთანხმეთ”, – აცხადებს ადვოკატი იოსებ ხარაიშვილი.

საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული საფრთხეები, ხოლო საქმეში არსებობს დაზარალებულის ჩვენება, ვიდეოჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბრალდების ვერსიას ადასტურებს.

“სასამართლომ გაიზიარა კვლავ ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე იქნა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დატოვა ძალაში. მოცემულ საქმეზე, ჩატარებულია კომპლექსური საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებულია დაზარალებულის ჩვენება, რომელიც გამყარებულია ასევე საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან. ასევე, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დაზარალებულმა განაცხადა საგამოძიებო ორგანოში”, – აცხადებს პროკურორი გოგა კაკოჩაშვილი.

ფეიქრიშვილი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მან ერთ-ერთი პირი თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის – დააკავეს ორი ადამიანი
  • დანია უკრაინას 642 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს
  • გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ღარიბაშვილის პროცესები დახურული, რა არის საიდუმლო – ირმა ინაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge