Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია – უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია”- პაატა კვიჟინაძე

November 9, 2026
“ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია – უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია”- პაატა კვიჟინაძე

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია – უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკა კარგად ვითარდება.

„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია. რეზერვებმა 8.25 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს როგორც სავალუტო ფონდის, ისე საქართველოს კანონმდებლობის. უკვე დიდი ხანია, ლარის კურსი არის მყარი. რაც შეეხება სესხებს – ე.წ. ცუდი სესხები ჩამოსულია 2.4-ზე, რაც არის დაახლოებით ევროპული სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა კარგად ვითარდება და საბანკო სექტორი კარგად არის. გაცემული სესხები 78 მილიარდს გასცდა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ძირითადად, არის ბიზნესსესხები. დოლარიზაცია 65%-დან 44%-ზე ჩამოვიდა. ანუ, ბიზნესი ლარს ენდობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დეპოზიტები. დეპოზიტები 77 მილიარდ 400 მილიონია და აქედან 39 მლრდ-ზე მეტი არის მოსახლეობის, ანუ ფიზიკური პირების. მოსახლეობას დეპოზიტებზე უდევს ასეთი რაოდენობის თანხა. გასათვალისწინებელია, რომ ამ 39 მილიარდიდან 13 მილიარდი არარეზიდენტებიც არიან, ანუ უცხოელებიც ენდობიან ლარს. საქართველოს მოქალაქეებს კი 10 მილიარდს ლარზე მეტ უდევთ ანგარიშებზე“, -განაცხადა კვიჟინაძემ.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, თუ რატომ არაფერი ჰკითხეს დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმეზე.

„სანამ ქალბატონ ნანასთან დაკავშირებით არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რამე დააშავა. ნათია თურნავას რატომ უნდა ვკითხოთ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ადამიანი პარლამენტმა რომ დაამტკიცა?!

კორუფციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ არაა დამთავრებულო. კარგია, როდესაც რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, გამოავლენენ, დაიჭერენ და ა.შ. ცუდი ის იყო, როდესაც ელიტური კორუფცია იყო, არავინ არავის იჭერდა და ერთმანეთში იყვნენ გარიგებული. ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ძალიან კარგია,” – განაცხადა კვიჟინაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველებო, მინდა გკითხოთ: ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა – მიხეულ სააკაშვილი
  • ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს – ნათია თურნავა
  • “მანქანა წამებში აალდა, თვითონ მოასწრო 112-ში დარეკვა, მაგრამ ღვედი გაეჭედა და…” – ზუგდიდში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge