Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართველებო, მინდა გკითხოთ: ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა – მიხეულ სააკაშვილი

November 9, 2026
რას პასუხობენ მიხეილ სააკაშვილს პარტია “ახალში”

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის ნდობა რომ მომანდეთ, თქვენ მთხოვეთ ორი რამ – კრიმინალის და კორუფციის მოშორება. მოგაშორეთ ისე, რომ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გავხდით და ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა დანიის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ისეთი რაღაცები შეიქმნა, რაზეც მოქალაქეებს ოცნებაც არ შეეძლოთ.

„ახლა მინდა, შეგახსენოთ ის, რის გაკეთებასაც ჩემგან არ მოელოდით და რისი გაკეთებაც ერთად შევძელით. ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ, პენსია გავზარდეთ, გზები არ გქონდათ და დაგიგეთ, აჭარა და ჯავახეთი გასული იყო საქართველოს კონტროლიდან და დავიბრუნეთ, პრაქტიკულად, წავართვით რუსეთს. 2008 წელს მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ და ყველამ ერთად შევძელით საქართველოს გადარჩენა. ახალი ქალაქები აგიშენეთ. ისეთი რაღაცები შევქმენით, რაზეც ოცნებაც არ შეგვეძლო. რაის მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, ვინმეს წარმოედგინა? რაის მსოფლიო დემოკრატიის შუქურა, რაის 10 მილიონი ტურისტი, ყველა დამცინოდა მაშინ, რაის ევროკავშირში სწრაფი ტემპით სვლა. ამაზე ერთ თქვენგანს მაინც თუ შეეძლო ოცნება? ახლა ძილ-ბურანში მაინც ხომ გახსოვთ, მაიდანზე მოცეკვავე აშშ-ს პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდა, მესამე მომავალი პრეზიდენტი თბილისსა და ბათუმში ფართო ნაბიჯებით დადიოდა და ხოტბას ასხამდა საქართველოს მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეს ყველაფერი მსოფლიო ტელევიზიების პირდაპირ ეთერშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ასე თქვა სარკოზიმ.

ქართველებო, მინდა, გკითხოთ, ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა – პირადი, ოჯახური, ყველანაირი ცხოვრება, უკრაინის წარმატებული კარიერა, თავისუფლება და ბოლოს სიცოცხლეც დავდე სასწორზე. მეტი რა შეიძლება, გაიღოს ცალკე აღებულმა ადამიანმა. ამ ყველაფრის შემდეგ, ამის დედა ვატირე. მე კი ვიცი, ვისი ჩასმული ვარ, ეს კაცი მთელს ევროპას და მსოფლიოს ატერორებს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ქართველო პროკურორების და მოსამართლეების, ბადრაგების, ყველა დანარჩენის ხელით კეთდება. მინდა, თქვენს თავს მაინც გამოუტყდეთ, რამხელა კატასტროფაა, საქართველოს შემქმნელი, აღმშენებელი და გადამრჩენელი სამარტოო საკანში გყავდეთ და ვითომ სასამართლოში კარგავდეს ყველაზე პროდუქტიულ დროს. დროა, მიხვდეთ, რომ თქვენ გძარცვავენ და გამცირებენ. აქ რომ არ ვიყო, ხომ გაცხოვრებდით ბევრად უკეთესად, უკვე ხომ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრები, ხომ არაფრით ვიქნებოდით სინგაპურზე ნაკლები, ხომ აშენებული გვექნებოდა ლაზიკა. მე კიდევ ერთს გთხოვთ, რომ მიმსახურეთ, რამე კარგი გამაკეთებინეთ თქვენთვის და წინ წავიყვანოთ ქვეყანა.

ამასთან, სააკაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბერზე.

„7 ნოემბერი იყო რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. „ვარდების რევოლუციაზე“ აბაროტის აღება. ეს იყო პატარკაციშვილის მიერ დაგეგმილი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მანქანა გადაბრუნდა
  • ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს
  • ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია – გია აბაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge