Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს – ნათია თურნავა

November 9, 2026
თურნავამ უპასუხა კითხვას გიგეგმება თუ არა ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება

ლარის სიმყარეს დღესდღეობით არაერთი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მთავარი ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებებია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტია, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები.

„ლარის სიმყარეს დღესდღეობით ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მთავარი არის ჩვენი ე.წ. საგარეო პოზიციის გაუმჯობესება. ეს არის სავალუტო შემოდინებები ბაზარზე. ჩვენ ვყიდულობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. სავალუტო შემოდინებების ძირითადი არხი არის ექსპორტი, განსაკუთრებით ადგილობრივი. მიუხედავად იმისა, რომ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების რიცხვს არ მივეკუთვნებით, ის მინერალური რესურსები, რაც გაგვაჩნია, კარგი კონიუნქტურით ხასიათდება და კარგად იყიდება საგარეო ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საგარეო პოზიციის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტსაც, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო, ლოგისტიკურ და ფინანსურ მომსახურებას.

„მეორე არხი არის ტურიზმიდან შემოსავლები, რომლებიც ძალიან აქტიურად შემოდის. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც კვლავინდებურად სტაბილურია. მთლიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ დოლარის კარგი მიწოდება იყოს ბაზარზე, გაუმჯობესდეს ჩვენი საგადამხდელო ბალანსი და შემცირდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დოლარი რეზერვებში მივმართოთ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური შედეგია“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებზე. მისი განმარტებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოყენება სწორედ ლიკვიდობის სტერილიზაციას ემსახურება, რათა ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობა არ წარმოიქმნას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის რესურსის ღირებულებას მონეტარული პოლიტიკის 8.25%-იანი განაკვეთი განსაზღვრავს, ხოლო მისი სამომავლო ცვლილება ინფლაციისა და საგარეო შოკების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„8.25%-ია ლარის რესურსის ღირებულება მთლიანობაში. თუ ინფლაცია და გარე შოკები ნორმალიზდება, ჩამოვწევთ და უფრო იაფი იქნება. თუ გაძლიერდება, მზად ვართ, რომ გავზარდოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მანქანა გადაბრუნდა
  • ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს
  • ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია – გია აბაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge