Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თურნავამ უპასუხა კითხვას გიგეგმება თუ არა ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება

November 9, 2026
თურნავამ უპასუხა კითხვას გიგეგმება თუ არა ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება

“ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას” – განცხადება ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, “განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართო შემოღება”.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ტექნოლოგიურად არ ჩამოვრჩეთ წამყვან ქვეყნებს.
ჩვენც, კანონმდებლის მხარდაჭერით, უბრალოდ, მოვიპოვეთ უფლება, რომ ვიწრო სფეროებში გავაკეთოთ ე.წ. პილოტირება ანუ ტესტირება სხვადასხვა ტექნოლოგიის, იმისთვის, რომ უკეთ შევისწავლოთ თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ციფრულმა ლარმა, ასევე, რა გამოწვევები ახლავს და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს.

ანუ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პილოტირების მიზნებისთვის არის ახლა ამ ეტაპზე ეს გაკეთებული და სწორედ ასე იწყებენ სხვა ქვეყნებიც, ზოგი უფრო შორს არის წასული, ზოგი ახლა იწყებს.
აქვე, ვუპასუხებ გავრცელებულ კითხვებს, რა გეგმაა და ჩაანაცვლებს თუ არა ეს ნაღდ ფულს. არავითარ შემთხვევაში ციფრული ანალოგია არ ჩაანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს და ეს გარანტირებულია იგივე ორგანული კანონით, სადაც ბანკნოტი ანუ ნაღდი ფულის მატერიალური გამოხატულება არის უზრუნველყოფილი. ისევ და ისევ ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით ხდება ეს” – ამბობს სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველებო, მინდა გკითხოთ: ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა – მიხეულ სააკაშვილი
  • ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს – ნათია თურნავა
  • “მანქანა წამებში აალდა, თვითონ მოასწრო 112-ში დარეკვა, მაგრამ ღვედი გაეჭედა და…” – ზუგდიდში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge