Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისი-რუსთავის გზის, ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობის გამო, რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

November 5, 2026
თბილისი-რუსთავის გზის, ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობის გამო, რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობის გამო რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებულ ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მეორე {ფონიჭალის} მონაკვეთის (კმ 5+000-8+300) მშენებლობის პროექტი, წარმოადგენს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.

დოკუმენტის თანახმად, თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოწყობა აუმჯობესებს ქალაქ თბილისის კავშირს ქალაქ რუსთავთან. ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის მიმდებარე უბნებს (ფონიჭალა, ლითონკონსტრუქციების დასახლება), რაც ზრდის მათი და ზოგადად ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას.

შეგახსენებთ, რომ პროექტი გულისხმობს 3,3 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას მდინარე მტკვრის გასწვრივ. არსებული ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს ოთხზოლიანი გზის მშენებლობას, რომლის საპროექტო სიჩქარეა 80 კმ/სთ იქნება. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: 2 ორდონიანი კვანძის, 7 ხიდის და ნაპირსამაგრის მოწყობა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს 2 ნოემბრის ბრძანებაშია აღნიშნული, თბილისი-რუსთავის მეორე {ფონიჭალის} მონაკვეთის მშენებლობის პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად ჩაითვალა.

შედეგად, იმ რამდენიმე პირის ქონება, რომელიც პროექტის ზემოქმედების არეალში ხვდება და ვისთანაც გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ექსპროპრიაციას (იძულების წესით ჩამორთმევა) დაექვემდებარება.

უფრო კონკრეტულად, ბრძანების თანახმად, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის გამო ექსპროპრიაციას ექვემდებარება:ვლადიმერ ჯოლოხავას საკუთრებაში არსებული, თბილისში ლითონკონსტრუქციის VI დასახლებაში, №127, ბ-3-ში (ვახტანგ შანავას ქუჩა №21) მდებარე 233 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1; ლეილა მოსულიშვილის საკუთრებაში არსებული, ვახტანგ შანავას №30-ში მდებარე 500 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა/ნაგებობები; ტარეკ შაფიკ სალეჰ ბოტროს და ამირ რამსეს ტავფიკ იუსუფის თანასაკუთრებაში არსებული, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილსა და მდინარე მტკვარს შორის (ნაკვეთი 154) მდებარე 380 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; თამარ ზირაქიშვილის საკუთრებაში არსებული, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილსა და მდინარე მტკვარს შორის (ნაკვეთი №67) მდებარე 403 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა და ოთარ შაბურიშვილის საკუთრებაში არსებული, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე №277-ში მდებარე 1637 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა/ნაგებობები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული – იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს”- რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე
  • “ქართულმა ოცნებამ” მიზანს მიაღწია და საქართველოს ევროპული წინსვლა შეაჩერა” – გიგი გიგიაძე
  • პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge