გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 6 ნოემბერს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ალოტი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
