Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო” – რას ჰყვებიან რიონში, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

November 4, 2026
“ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო” – რას ჰყვებიან რიონში, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ბი­ჭებს გლო­ვო­ბენ. უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ახლა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან.

ტრა­გე­დია გუ­შინ, მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლას და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. რი­ო­ნ­ჰეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე რი­ონ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი ახალ­გაზ­რდა იჯდა. მათ ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ეძებ­დნენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მყვინ­თა­ვე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო და სა­ხან­ძრო ბრი­გა­დე­ბი. ახ­ლობ­ლე­ბი. ბოლო წუ­თამ­დე იმედს არ კარ­გავ­დნენ, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მაშ­ვე­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს ის მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდე­ბი ის­ხდნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბი ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. ორი­ვე ერთ უბან­ში, ნი­კე­ა­ზე ცხოვ­რობ­და. 20 წლის მათე ობო­ლა­ძე და 18 წლის ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნი. მათი ცხედ­რე­ბი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს და სახ­ლებ­ში გვი­ან მი­ას­ვე­ნეს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ტკი­ვი­ლი­ა­ნი პოს­ტე­ბით და ყვე­ლა ემ­შვი­დო­ბე­ბა მათ.

“რამ­დე­ნი მო­გო­ნე­ბა გვაქვს ერ­თად, რამ­დე­ნი სი­ცი­ლი, რამ­დე­ნი ლა­პა­რა­კი, რამ­დე­ნი და­უ­ვი­წყა­რი დღე, ვინ იფიქ­რებ­და, რომ ოდეს­მე ამ მო­გო­ნე­ბებს ცრემ­ლე­ბით გა­ვიხ­სე­ნებ­დი. რამ­დე­ნი რამ დაგ­ვრჩა კი­დევ გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რამ­დე­ნი ამ­ბა­ვი მო­სა­ყო­ლი… ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ვე­ღარ შევ­ხვდე­ბით, ვე­ღარ გა­ვი­ცი­ნებთ ერ­თად. ყვე­ლა მო­გო­ნე­ბა ახლა გულ­ში მტკივ­ნე­უ­ლად ცო­ცხლობს. ნე­ტავ, კი­დევ ერთხელ შე­მეძ­ლოს შენ­თან სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ წუ­თის­თვის, რო­მე­ლიც ერ­თად გვქონ­და. არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ, ჩემო სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რო. მიყ­ვარ­ხარ ბერ­დო, მუ­დამ ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი ჩემო ცხოვ­რე­ბა”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბერ­დი­ას მე­გო­ბა­რი.
რო­გორც გვი­თხრეს, ბერ­დია იჯდა სა­ჭეს­თან ამ დიდი ტრა­გე­დი­ის დროს. მას ძალ­ზედ და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ.

“ბიჭი, რო­მე­ლიც და­აკ­ლა ქა­ლაქს. სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო ბერ­დია, ახლა იწყებ­და ცხოვ­რე­ბას. ხა­ლი­სი­ა­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი. მო­ღი­მა­რი. ნუ გე­ში­ნია, თიკო, მე არა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბაო, ამ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბო­და სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ბერ­დია დე­დას. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი დედა ჰყავს, ყვე­ლაფ­რის ეში­ნო­და ზო­გა­დად და სულ ფრთხი­ლობ­და. მოხ­და ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა. და­ვი­ხო­ცეთ ჩვენც, ყვე­ლა­ნი ისე გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს… მან­ქა­ნა რომ ამო­იყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა გუ­შინ, ორი­ვე ერ­თად უპო­ვი­ათ მან­ქა­ნა­ში, ასე უთ­ქვამთ ექ­სპერ­ტებს, ისე იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­ზე ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი, ძლივს და­ვა­ცი­ლე­თო.

მა­თეს გული გას­კდო­მია და ბერ­დია უკ­ნი­დან მი­ხუ­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, ეტყო­ბა, ცდი­ლობ­და მან­ქა­ნი­დან მის გად­მოყ­ვა­ნას. ისე­თი იყოო ბი­ჭებ­მა, არ მი­ა­ტო­ვებ­და არა­ვი­სო. უღა­ლა­ტო ბავ­შვი აღარ გვყავს. ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ყვე­ლას. მი­ჭირს წარ­სულ­ში მას­ზე სა­უ­ბა­რი. ქუ­თა­ი­სის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია მათი ოჯა­ხი, ისე ხა­ბუ­ლი­ა­ნე­ბის ძირი ლენ­ტე­ხი­დან არის, ლენ­ტეხ­ში ცხოვ­რობს მისი ბე­ბია და ბა­ბუა. ძა­ლი­ან კარგ გა­რე­მო­ში აღ­ზრდი­ლი ბიჭი იყო ბერ­დია. ქუ­თა­ის­ში, ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­დნენ, ახა­ლი გა­და­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ნი­კე­ა­ზე. უნი­ჭი­ე­რე­სი იყო. ჰყავს პა­ტა­რა და­ი­კო.

სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ამ ან­გე­ლო­ზი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხე­ბის სა­ნუ­გე­შებ­ლად. ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ ოჯა­ხებს. გაძ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ მშობ­ლებს”, – ამ­ბობს ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნის დე­დის მე­გო­ბა­რი და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს:

“ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა იღუ­პე­ბა …..ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა. ეს არ არის მარ­ტო ამ ოჯა­ხე­ბის ტკი­ვი­ლი, ყვე­ლას გვტკი­ვა. ჩვენ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან, სულ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში ვართ ხოლ­მე ჭირ­სა და ლხინ­ში. დე­დას შვი­ლი არ უნდა უკ­ვდე­ბო­დეს. ვუ­სამ­ძიმ­რებ ორი­ვე ოჯახს.”

“შოკ­ში ვარ, ჩვე­ნი ბერ­დო აღარ გვყავს. რო­გო­რი გაზ­რდი­ლი შვი­ლი. ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო”, – ამ­ბობს კი­დევ ერთი მისი ახ­ლო­ბე­ლი.

სტკი­ვათ მომ­ხდა­რი მათე ობო­ლა­ძეს მე­გობ­რებს.

“სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია იმის გა­მო­სა­ხა­ტად, რა­საც ახლა ვგრძნობთ. ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ო­დით, ამ­დე­ნი წელი გვა­კავ­ში­რებ­და, ამ­დე­ნი სა­ერ­თო მო­გო­ნე­ბა გვქონ­და და ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ დღეს ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაგვტო­ვებ­დი. რო­გო­რი ძნე­ლია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ აღარ იქ­ნე­ბი, რომ ვე­ღარ შეგ­ხვდე­ბით, ვე­ღარ გა­გე­სა­უბ­რე­ბით. რით ვა­ნუ­გე­შოთ შენი ოჯა­ხი, რა სი­ტყვე­ბით შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ეს აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი? ძა­ლი­ან ადრე წახ­ვე­დი, მათე, ძა­ლი­ან ადრე… უფალ­მა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი სული”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათე ობო­ლა­ძის მე­გო­ბა­რი.

“ძა­ლი­ან მი­ჭირს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი. ეს უბე­დუ­რე­ბა რო­გორ დატ­რი­ალ­და არ ვიცი, გე­ტყვით იმას, რომ უსაყ­ვარ­ლე­სი, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი, მათე ობო­ლა­ძე და­ი­ღუ­პა ავა­რი­ის დროს. ძა­ლი­ან თბი­ლი და ტკბი­ლი ბიჭი, ყვე­ლას რომ უყ­ვარ­და. არ ვიცი რა ვთქვა, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. ან მის­მა დე­დამ რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს ამ უსაშ­ვე­ლო ტკი­ვილს. გული გა­მე­ყი­ნა. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ. მარ­თლა ყვე­ლას­გან რომ გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბავ­შვო­ბი­დან ისე­თი ბავ­შვი იყო. ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და და და­ვაჟ­კაც­და. ჩემი შვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მო­დი­ოდ­ნენ. ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მა­თუ­ნა არ გვყავს. ახლა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე ჰყავთ და ყვე­ლა იქ ელო­დე­ბა რო­დის გა­ა­ტა­ნენ სახ­ლში მა­თუ­ნას.

მათე სტუ­დენ­ტი იყო, წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო, 20 წლის ბიჭი აღარ გვყავს, ეს მწა­რე რე­ა­ლო­ბაა, მა­ტეს მას­ზე პა­ტა­რა და ჰყავს. ”- გვი­თხრა მა­თეს მე­გობ­რის დე­დამ და სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს – SOCAR-ი და „ყაზმუნაიგაზი“ დეტალებს განიხილავენ
  • 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 19%-ით შემცირდა
  • ხაშურში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge