Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარკვეული მისინტერპრეტაცია, თითქოს ცალკე აღებული ვინმე ვინმეს ედავება კოალიციის შექმნას, არის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, ეს ასე არ არის – ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს – თორნიკე ჭეიშვილი

October 30, 2026
გარკვეული მისინტერპრეტაცია, თითქოს ცალკე აღებული ვინმე ვინმეს ედავება კოალიციის შექმნას, არის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, ეს ასე არ არის – ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს – თორნიკე ჭეიშვილი

ისინი [ოპოზიციური პარტიები] წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს, პოლიტიკურ ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის განშტოებებს, ხოლო რის გარშემო არიან ისინი გაერთიანებულები და რა არაკონსტიტუციური მისწრაფებები გააჩნიათ, ეს შემდგომ თავად კონსტიტუციურ სარჩელშივეა დასაბუთებული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარია ანტიკონსტიტუციური მიზნებით როგორ მოქმედებენ აღნიშნული პარტიები, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლის მე-3 პუნქტთან, რაც შესაძლოა პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების, შემდეგ კი აკრძალვის საფუძველიც გახდეს.

„სარჩელში მკაფიოდ არის მითითება გაკეთებული, რომ ცალკე აღებული ვინმეს ვინმესთან თანამშრომლობა არ არის კონსტიტუციური ბრალი, ეს არის იმის დასტური, რომ ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს, პოლიტიკურ ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის განშტოებებს, ხოლო რის გარშემო არიან ისინი გაერთიანებულები და რა არაკონსტიტუციური მისწრაფებები გააჩნიათ, ეს შემდგომ თავად კონსტიტუციურ სარჩელშივეა დასაბუთებული და დეტალურად გაშლილი შესაბამისად, ეს გარკვეული მისინტერპრეტაცია მათი მხრიდან, რომ თითქოს ცალკე აღებული ვინმე ვინმეს ედავება კოალიციის შექმნას არის ელემენტარულად, ჩვენი საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, ეს ასე არ არის და ვერც იქნება. აქ მთავარია ანტიკონსტიტუციური მიზნებით ერთიანად, როგორ მოქმედებენ, რაც არის უკვე შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან, რაც შეიძლება პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი გახდეს, რასაც შემდგომ მოსდევს მისი გაუქმება.

მოვისმინეთ ძალიან ბევრი ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, ჩვენ ასევე ძალიან დეტალურად ვახდენთ მათი პოზიციების აღწერას და აღნუსხვას, რასაც პროცესის მიზნებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომის დარბაზში პასუხი გაეცემა. ჩვენ წინ გვაქვს შესაბამისი ეტაპები, მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას, რომ რაც მეტს საუბრობს მოპასუხე მხარე მით უფრო ამყარებს იმ ბრალს, რაც ჩვენ სარჩელშია წარმოდგენილი და მთელი ამ დღეების ნარატივი, მათ მიერ ტირაჟირებული პროცესი მსჯელობის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იქნება შემდგომში კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ რასაც ვედავებით, მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი, ფაქტობრივად მიმდინარე დღეების განმავლობაში მათ მიერვე არის აღიარებული“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება ALDE-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ისინი „მხარს უჭერენ „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და მათ ლიბერალურ პარტნიორებს“ თორნიკე ჭეიშვილი აფასებს, როგორც „სურვილს და მისწრაფებას, რომ ძალიან უხეში ფორმებით მოახდინონ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების პროცესში ჩარევა“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხმაშეწყობილად, სინქრონულად მოქმედებენ თავიანთ გარე პატრონებთან ერთად. ჩვენ აქამდეც გვინახავს არა ერთი გამოვლინება იმისა თუ როგორი ორკესტრირებული თავდასხმების მცდელობები ჰქონიათ მათ ქართულ მართლმსაჯულებაზე, მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის მცდელობებიც და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებიც არა ერთი შეიძლება გავიხსენოთ. ასეთი ტიპის განცხადებები წინა დღეებშიც კეთდებოდა, მიმდინარე თუნდაც სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ საბოლოო ჯამში ამ ოპოზიციური პარტიების სახით ჩვენ საქმე გვაქვს აგენტურულ წარმონაქმნებთან, რომლებიც დირექტივებს იღებენ და ემორჩილებიან გარე პატრონებისა და კურატორებს, ამის დემონსტრირება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ აქვთ სურვილი და მისწრაფება, რომ პირდაპირ ძალიან უხეში ფორმებით მოახდინონ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების პროცესში ჩარევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაოდენ მაღალია მათი მავნებლური მოტივაცია იმისა, რომ სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში მოახდინონ ინტერვენცია უხეში ფორმებით და ესეც არის ამ მოცემულობის ერთ-ერთი ეპიზოდი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მლრდ დოლარი მოახმარა, ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს – ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს – ირაკლი ზარქუა
  • გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი -გიორგი კახიანი
  • გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, უარი თქვას პარტიების აკრძალვის გეგმაზე და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge