Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როცა ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა მათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა – ზაალ ანჯაფარიძე

October 29, 2026
სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როცა ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა მათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა – ზაალ ანჯაფარიძე

უცხოეთიდან წამოსული დირექტივები სჭირდება „ქართული ოცნების“ რეჟიმს, კერძოდ ზატულინის და ზახაროვას ქება და მათი „მესიჯ ბოქსის” გატარება, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც საქართველოს დემოკრატიული ძალები და ყოველ შემთხვევაში „ლელო საქართველო“ რომელიმე დირექტივას საჭიროებდა ან მიჰყვებოდა, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით მაშინაც კი, როდესაც პარტიები განსხვავებულ აზრზე ყოფილან, „ძლიერ საქართველო – ლელოს“ მიუღია ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტსაბჭოსთვის, ამომრჩევლისთვის და საზოგადოებისთვის იყო სწორი.

„დირექტივები, უცხოეთიდან შემოსული ზარები და „მესიჯები“ არჩილ გორდულაძემ მოიკითხოს, თუმცა გორდულაძეს არავინ არაფერს არ მისწერს. უფრო კობახიძემ, ვინც ზატულინის და ზახაროვას „მესიჯებს“ და დირექტივებს იღებს ხოლმე რეგულარულად. შარმანაშვილს და გორდულაძეს ზახაროვაც კი არ გაუყადრებს თავს“,- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელია ჟურნალისტებთან საუბრისას 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერი იყო შეცდომა და „პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მწვერვალი“, თუმცა მისივე თქმით, რა გზას აირჩევენ ადამიანები, დროზე ადრე გათავისუფლდებიან თუ არა, ეს მათი პირადი არჩევანია და რაიმესკენ მოწოდება არაეთიკურია.

„4 ოქტომბერი იყო ფატალური შეცდომა, ეს იყო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მწვერვალი, ჩვენ მოვუწოდებდით ყველას ალტერნატიული გზისკენ, იმისკენ თუ რა უნდა გაეკეთებინათ ადამიანებს ამ დღეს, ეს იყო არჩევნებში მონაწილეობა და მინიმუმ ყველა დიდი ქალაქის გამოგლეჯა და გამოტაცება რეჟიმისგან, რომელმაც საკუთარი არჩევნებითაც კი წააგო თბილისში.

ჩვენ გვახსოვს 2024 წლის გაყალბებულ არჩევნებშიც კი, მათ ვერ შეძლეს თბილისის ხმების გაყალბება და თბილისში პირწმინდად დამარცხდნენ და 2025 წლის შემოდგომაზეც დამარცხდებოდნენ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო უარესად და რა თქმა უნდა, ერთადერთ სწორი ტაქტიკა იქნებოდა და იყო თბილისის და სხვა დიდი ქალაქების რეჟიმისგან წაღება, რომელიც არის კორუმპირებული, არის ბოროტი და არის ქართველთ მოძულე.

სამწუხაროდ ეს არ მოხდა, ადამიანების ნაწილმა ალტერნატიული გზა აირჩია და ამით ძალიან დიდი ზარალი მიადგა პოლიტიკურ ბრძოლას და ეს მათი არჩევანი იყო და ჩვენ ვერ შევძელით მათი დარწმუნება იმ სწორ გზაში, რაც ჩვენ გვეკავა.რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების ნაწილს, ეს არის თითოეული ადამიანის პერსონალური არჩევანი, მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გააჩნია უფლება, პატიმარს უკარნახოს რა გააკეთოს, როცა საქმე ეხება მის თავისუფლებას.

ჩემთვის მთლიანად 4 ოქტომბრის ამბავი არის ძალიან სამწუხარო და ვისურვებდი, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რაც შეეხება თუ რა გზას აირჩევენ ადამიანები, დროზე ადრე შეეცდებიან გათავისუფლებას თუ არა, ეს არის მათი პირადი არჩევანია და მე არ მგონია ეთიკურად გამართლებული, რომ მე მათ რაიმესკენ მოვუწოდო.

პოლიტიკურად მათ ჩაიდინეს ძალიან დიდი და უაზრო შეცდომა“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წავა თუ არა ოპოზიციის აკრძალვის საქმე ევროსასამართლოში – წოწორია კონვენციის 2 მუხლის დარღვევაზე საუბრობს
  • ვატო ყიფიანის ადვოკატი ძმები ფეიქრიშვილების დედას პასუხობს
  • “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge