ირანის ელჩი, ალი მოჯანი ამბობს, რომ ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით მისი პოზიცია დააფიქსირა, რომელიც ირანელი ისტორიკოსების მოსაზრებას ემთხვეოდა.
როგორც მან თქვა, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ისაუბრა ამ თემაზე და ახსნა, თუ რატომ განათდა ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით და რატომ დაწერა, რომ დედოფლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს.
“ჩემი პოზიცია დავაფიქსირე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს პოზიცია ზუსტად ემთხვევა ირანელი ისტორიკოსების მოსაზრებას, ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი გაუგებრობა, რომელიც ცოტა არ იყოს მედიამ უფრო გაამწვავა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა თავისი პოზიცია და დააფიქსირა ეს პოზიცია, – თქვა მან.
2026 წლის 30 სექტემბერს, ალი მოჯანიმ ირანის საელჩოს ფასადზე ქეთევან წამებულის გამოსახულება გაანათა და დაწერა, რომ დედოფლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს.
ქეთევან დედოფალი 1624 წელს ირანში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. ირანის ელჩის განცხადებით კი, მის მიერ მომზადებული შეფასება მომავალში დამატებითი წყაროებისა და ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე „კრიტიკულად უნდა გადაიხედოს ან შესწორდეს“.
