Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეგონათ, თეთრ ცხენზე ამხედრებული ღარიბაშვილთან ერთად ვაპირებდი ხელისუფლებაში მოსვლას – დიტო ჩუბინიძე

October 29, 2026
ეგონათ, თეთრ ცხენზე ამხედრებული ღარიბაშვილთან ერთად ვაპირებდი ხელისუფლებაში მოსვლას – დიტო ჩუბინიძე

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე ვარაუდობს, რომ მისი დაკავება, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დავით-გარეჯზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

ჩუბინიძის თქმით, როდესაც ყოფილმა პრემიერმა გარეჯის საკითხი წამოწია, ამის შემდეგ ის “ქართული ოცნების” პირდაპირი სამიზნე გახდა.

“ეგონათ ახლა, რომ მე სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდი საქართველოში და თეთრ ცხენზე ამხედრებული ღარიბაშვილთან ერთად ვაპირებდი ხელისუფლებაში მოსვლას” – ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი.

“მე ვერ ვიტყვი ახლა, რომ ღარიბაშვილის გამო დამაკავეს, მაგრამ შესაძლოა არც უმაგისობა იყოს, იმიტომ, რომ რეჟიმს აწყობდა, რომ რაღაცა… ამათ ხომ ელანდებათ ყველაფერი და რაღაცა ჰიპოთეტურად შეიძლება შეთხზეს კიდევაც, რომ თითქოს მე და ირაკლი ღარიბაშვილი და კიდევ სხვები ვაწყობდით სახელმწიფო გადატრიალებას. მე კიდევ გეუბნებით, ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა სწორად გათვალა, სწორად დასვა აქცენტები და ჩემი, პოპულარული ჟურნალისტის და გაზეთის ხსენებით ეს თემა მაღალ დონეზე ასწია. ეგონათ ახლა, რომ მე სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდი საქართველოში და თეთრ ცხენზე ამხედრებული ღარიბაშვილთან ერთად ვაპირებდი ხელისუფლებაშ მოსვლას. ამიტომ ღარიბაშვილს ახლა მეორეჯერ ხომ არ დაიჭერდნენ, ციხეშია, ამიტომ მსტაცეს ხელი და დამიჭირეს მე.

ჩემი სახელის ხსენებით, ქალბატონი ირმა ინაშვილის სახელის ხსენებით, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის სახელის ხსენებით, რისთვისაც ჩემი ღრმა რწმენით, დასაკითხია კობახიძე და მდინარაძე, თუ რა ვითარებაშია ეს კაცი გარდაცვლილი.

დაკავების რეალური მიზეზი იყო ჩემი დასჯა და წაქცევა, გაზეთი დასჯა და მუხლებზე დაყენება. მგლების წინაშე დატოვებაში ვგულისხმობდი იმას, რომ როდესაც ღარიბაშვილმა ფაქტობრივად აწია ეს თემა, მე ამ შემთხვევაში აღმოვჩნდი პირდაპირი სამიზნე პროკურატურის და სპეცსამსახურებისა, რომლებიც თავიანთი ე.წ. ტროლ-ბოტებით და აი ბინძური ადამიანებით, როგორებიც არიან ეს ირაკლი ჯანყარაშვილები და ა.შ. ათასნაირ სიბუნძურეებს ავრცელებდნენ ჩვენზე. გენერალური პროკურატურის ტალიკ-ტალიკა ბიჭები 12-13 კაცი 4 მანქანით, ზუსტად ერთი კვირას შემოიპარნენ ეზოშია, შემოდგომა ჩამიმწარეს, ცოლიკაური არ დამაკრეფინეს, დედაჩემი, სიმსივნური ავადმყოფი ქალი 4-ჯერ მაინც მოკვდა და როგორც უკანასკნელი ყაჩაღი და ჩიკატილო, ხელბორკილებით გამომათრიეს ეზოდა და მთელი ქუჩა ტიროდა. დავებარებინეთ, რა გამქცევ კაცს ვგავარ და სადმე გავიქცეოდი”, – განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.

სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”. მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წავა თუ არა ოპოზიციის აკრძალვის საქმე ევროსასამართლოში – წოწორია კონვენციის 2 მუხლის დარღვევაზე საუბრობს
  • ვატო ყიფიანის ადვოკატი ძმები ფეიქრიშვილების დედას პასუხობს
  • “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge