ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც სიტყვით “ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გამოდის.
ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ “ოცნება” ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის” – ამ დროს პოლიტიკოსს სიტყვა “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ შეაწყვეტინა.
“ხმა არ ამოგვიღია გუშინ და გუშინწინ, მაგრამ ახლა მოპასუხე იწყებს პოლიტიკურ განცხადებას, ამიტომ გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ მხარემ ისაუბროს სარჩელის გარშემო” – განაცხადა გორდულაძემ, რის შემდეგაც ის ბადრი ჯაფარიძემ შეურაცმყოფელი განცხაადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
“ეს ახალგაზრდა გამორჩეულია პირადი შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ის გამუდმებით მოგვიხსენიებს ჩვენ როგორც ხანდაზმულ თაღლითებს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
