ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც მის მიმართ ოდესმე პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია. სამწუხაროდ, წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარმოთქმისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი პირი, ვისაც წინა ხელისუფლება გადასახადებს არ ახდევინებდა, ბიძინა ივანიშვილი იყო.
„უნდა ვთქვა რაში ვემიჯნები წინა ხელისუფლებას. ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ამაში ვემიჯნები. და ეს ერთადერთი პირი ბიძინა ივანიშვილია. ხომ გაინტერესებდათ ვემიჯნები თუ არა, გითხარით რაში ვემიჯნები. თუ მეკითხებით, რაში ვემიჯნები, გპასუხობთ რაში ვემიჯნები, მაშინ არ მკითხონ. თქვენ წარმომიდგინეთ ბრალდებად ორი რამ, რატომ არ ვემიჯნები და გითხარით რა ნაწილში ვემიჯნები და რით ვამაყობ, გითხარით, რითაც ვამაყობ.
ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც მის მიმართ ოდესმე პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია. სამწუხაროდ, წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
