Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაში”- რენატ ბექტუროვი

October 28, 2026
“საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაში”- რენატ ბექტუროვი

ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველის, რენატ ბექტუროვის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ამის შესახებ მან „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში ისაუბრა.

რენატ ბექტუროვის თქმით, სამიტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და ბიზნესს შორის დიალოგისთვის, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ფინანსური პროდუქტების განვითარების საკითხებზე. მისივე თქმით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების წარმოჩენას, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასა და ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების შესახებ დიალოგის გაღრმავებას.

„ვინაიდან საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობს, ის ბიზნესებს შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ წერტილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მონაწილეები თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, გაეცნონ ქვეყნის შესაძლებლობებს და შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს“, – განაცხადა რენატ ბექტუროვმა.

AIFC-ის მმართველის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შუა დერეფნის განვითარება, რასაც თან უნდა ახლდეს ფინანსური კავშირების გაძლიერება. მისი შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ როგორც ფინტექკომპანიები, ისე ტრადიციული საბანკო სექტორი.

რენატ ბექტუროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზებას ეკონომიკური ზრდისთვის.

მისივე თქმით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საფუძველია. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ლიცენზირებული სუბიექტებისთვის ორმხრივი წვდომის პროექტზე, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებას.

AIFC – ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი ყაზახეთში, ასტანაში დაფუძნებული საერთაშორისო ფინანსური პლატფორმაა, რომლის მიზანია ქვეყანაში და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური მომსახურების სექტორის გაძლიერება. ცენტრი აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, საინვესტიციო კომპანიებსა და სხვა მონაწილეებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კავშირების გაღრმავებას.

ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მინისტრის მოადგილეებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლობაც შეეძლებათ – მიღებულია ახალი კანონი
  • ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანის წევრების “სხადნიაკი” რომში და 8 ქართველი, ვინც “კანონიერ ქურდად” აკურთხეს – რას წერს მედია კრიმინალურ სამყაროში მოსალოდნელ დაპირისპირებებზე?
  • ვინ იყო საქართველოს ის მოქალაქე, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ბაობაბი უკანონოდ ამოთხარა და საქართველოსი ჩამოტანას გეგმავდა? – რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge