Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსკოვი მსოფლიო გაზის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რუსეთში გვაქვს ანდაზა: „სხვისთვის ორმოს ნუ გათხრი, თორემ თავად ჩავარდები“, სწორედ ეს მოხდა ევროკავშირის ქვეყნებში – ვლადიმერ პუტინი

October 27, 2026
მოსკოვი მსოფლიო გაზის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რუსეთში გვაქვს ანდაზა: „სხვისთვის ორმოს ნუ გათხრი, თორემ თავად ჩავარდები“, სწორედ ეს მოხდა ევროკავშირის ქვეყნებში – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტის პლენარული სხდომა გახსნა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა არამეგობრული სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ მსოფლიო გაზის ბაზრის მონაწილეთა სიიდან რუსეთის გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„იცით, რუსეთში ასეთი ანდაზა გვაქვს: „სხვისთვის ორმოს ნუ გათხრი, თორემ იქ თავად ჩავარდები“. ჩემი აზრით, სწორედ ეს მოხდა დღეს ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მსოფლიო გაზის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის მარაგების მოცულობით რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო მოპოვებით – მეორეზე.

ამასთან, პუტინის განცხადებით, რუსეთი საზღვარგარეთ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას პასუხისმგებლობით ასრულებს, ევროპა კი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმით, საკუთარ სამრეწველო სექტორს დარტყმას თავად აყენებს.

„ჩვენ შევქმენით უნიკალური საწარმოო კომპლექსი, რომელიც გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის, მისი გადამუშავებისა და გაზქიმიური მრეწველობის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ამ მძლავრ რესურსულ, სამეცნიერო და სამრეწველო ბაზას ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის ვიყენებთ. ამავდროულად, საზღვარგარეთ გაზის პასუხისმგებლიანი მიმწოდებელი და საიმედო, პროგნოზირებადი პარტნიორი ვართ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, მსოფლიო გაზის სექტორი ამჟამად სერიოზულ რყევებს განიცდის. თუმცა, გაზის ფასები შესაძლოა, ისევე მკვეთრად შემცირდეს, როგორც გაიზარდა.

რუსეთის პრეზიდენტმა მთავარ პრობლემად მიწოდების შეფერხება დაასახელა, რადგან, მისი თქმით, ბაზარს მიწოდების დიდი მოცულობები გამოაკლდა. როგორც პუტინმა განაცხადა, მსოფლიოში გაზზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება და აუცილებელია მისი მიწოდების მოცულობის გაზრდა.

„დღეს მთავარი პრობლემა გაზის მიწოდების შეფერხებაა. მოკლე დროში ბაზარს მიწოდების დიდი მოცულობები გამოაკლდა. ამასთან, მოთხოვნა არსად გამქრალა. ამიტომ აუცილებელია სატრანსპორტო მარშრუტების ოპტიმიზაციის შემუშავება, ფორუმში მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მათ შორის, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთოპერაციების განხორციელების გზით, ანუ ჩვენს შორის“, – განაცხადა პუტინმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სიკვდილიც არის და სიკვდილი, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო… ” – რას ამბობს ირაკლი ლატარია
  • საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს
  • ვინ არის სერგო მეთოფიშვილი – მოსამართლე, რომელიც ოპოზიციის აკრძალვის საქმეს განიხილავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge