Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია – ანა წითლიძე

October 27, 2026
ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია – ანა წითლიძე

“ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ ეს თქვენი გადასაწყვეტია” – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ენმ-ს წევრმა, ანი წითლიძემ.

წითლიძემ მოსამართლეებს დამარცვლით უთხრა, რომ მათ თხოვნით არ მიმართავს და არ ეტყვის, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილონ.

პოლიტიკოსმა დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე და ხაზგასმით თქვა, რომ მშვიდობიანი პროტესტი და რევოლუცია ძალადობრივი დამხობა არ არის.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს არჩევნებამდე პარტიებმა აწარმოეს კამპანია, ხელისუფლების რევოლუციური სცენარით შეცვლისა და დამხობისკენ. მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინს “მშვიდობიანს” იყენებდნენ, ეს ოქსიმორონიაა, რადგან მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს და მასა ადარებენ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას – ტერმინ “ჯიჰადზე” და აცხადებენ, რომ ეს მიზანი 4 ოქტომბრის მოვლენებმა საბოლოოდ დააასტურა.

მშვიდობიანი პროტესტი და რევოლუცია არ არის ძალადობრივი დამხობა. მოსარჩელე ცდილობს სიტყვებით მანიპულაციას და აცხადებს, რომ თითქოს, მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონიაა. სტრასბურგის სასამართლოში ჯიჰადის მოწოდება ყოველთვის ფასდებოდა, როგორც რელიგიური ძალადობისა და ტერორიზმისაკენ ღია წახალისება. ამის შედარება პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მშვიდობიან პროტესტთან და ხელისუფლების ცვლილებასთან, ეს არის სრული იურიდიული უმეცრება და დემაგოგია. მშვიდობიანი პროტესტი არ არის ტერორიზმი. კონსტიტუციური წესრიგის ხელმყოფები იყვნენ არა საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს და არა პოლიტიკური პარტიები, არამედ სწორედ ის ძალა, რომელიც მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობით და ოპოზიციის აკრძალვის მცდელობით ცდილობს.

“მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი – ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ ეს თქვენი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ბათუმში მიმდინარე პროცესზე, რომელიც ახსნა-განმარტებების ეტაპზეა გადასული, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ქართული ოცნების“ სარჩელი „პოლიტიკურ მანიპულაციად“ შეაფასა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლად გამოიყენოს არჩევნების შედეგების არაღიარება, ხელისუფლების კრიტიკა, ოპოზიციური გაერთიანებების შექმნა და წარსულში მომხდარი დანაშაულები.

„ნაციონალური მოძრაობის დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები. მისი დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი, ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სიკვდილიც არის და სიკვდილი, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო… ” – რას ამბობს ირაკლი ლატარია
  • საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს
  • ვინ არის სერგო მეთოფიშვილი – მოსამართლე, რომელიც ოპოზიციის აკრძალვის საქმეს განიხილავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge