Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ გამკვირვებია, მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ გიორგი პატარიძის გათავისუფლება მოხდებოდა “- გიორგი დავითაძის დედა

October 26, 2026
“არ გამკვირვებია, მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ გიორგი პატარიძის გათავისუფლება მოხდებოდა “- გიორგი დავითაძის დედა

არ გამიკვირდა და მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ ეს ასე მოხდებოდა. ადრე თუ გვიან, პატარიძე აგებდა პასუხს ყველა იმ დანაშაულებრივ გზებსა და ხერხებზე, რაც ციხეებში ხდება, – ამის შესახებ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედამ, ირმა დავითაძემ განაცხადა.

ირმა დავითაძის თქმით, ის ელის, რომ გიორგი პატარიძე [სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი] უმკაცრესად დაისჯება.

„არ გამიკვირდა და მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ ეს ასე მოხდებოდა. ადრე თუ გვიან პატარიძე აგებდა პასუხს ყველა იმ დანაშაულებრივ გზებზე და ხერხებზე, რაც ციხეებში ხდება.

არ გამკვირვებია და უფრო მეტიც, ველი, რომ უმკაცრესად დაისჯება, როგორც გავიგე მის წინააღმდეგ გამოძიებაა აღძრული.

ასევე, შოთა ტრაპაიძე [რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი], რომელიც სისასტიკითა და არაადამიანურობით არის განთქმული, დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს იმ ბადრაგებთან ერთად, რომლებმაც ჩემს შვილებზე არაადამიანური მოპყრობაში მონაწილეობდნენ.

ველოდები, რომ ყველას პასუხისგებაში მიცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ისევ შეეცდებიან ასეთი დანაშაული ჩაიდინონ, რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ“,- განაცხადა ირმა დავითაძემ.

ცნობისთვის, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რა პრინციპით გააგრძელებს მუშაობას
  • თელავში არასრულწლოვანებმა თანატოლს სცემეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge