Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები “ხარებას” დაკითხვას ითხოვენ

October 26, 2026
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები “ხარებას” დაკითხვას ითხოვენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორი ზვიად ხარაზიშვილის დაკითხვას ითხოვენ.

როგორც ექვსი წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის დედამ განაცხადა, “ხარება” მართავდა სამი შავი ჯიპიდან ერთ-ერთს, რომელიც ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების დღეს მის მანქანასთან დააფიქსირეს.

როგორც მან აქციაზე განაცხადა, თამარის გაუჩინარების დღე უჩვეულოდ დაემთხვა სუს-ის სამი მანქანის გადაადგილებას, რომელთაგან ერთ-ერთში ზვიად ხარაზიშვილი იმყოფებოდა.

“მოგეხსენებათ, იმ დღეს, რა დღესაც გაუჩინარდა თამარი და რატომღაც დაემთხვა მისი გადაადგილება სამი სუს-ის მანქანის გადაადგილებასაც, რომელშიც ერთ-ერთში იმყოფებოდა “ხარება”, იგივე ზვიად ხარაზიშვილი. და რამდენადაც ვიცი, მის დაქვემდებარებაში იყო ის სამივე სუს-ის მანქანა.

ზემო ფონიჭალის ასახვევთან არ მისცეს თამუნას იმის საშუალება, რომ ქალაქისკენ გადაადგილებულიყო და მოიქციეს ალყაში, რომ მას გზა გაეგრძელებინა ფონიჭალისკენ. სადღაც 10 წუთის განმავლობაში იყო დაყოვნებული იმ კამერების ჩანაწერების თანახმად, სადაც მიეცეს დირექტივა, რომ გაეგრძელებინა გზა მარნეულის მიმართულებით, სადაც კამერები დააფიქსირებდნენ, რომ თამარი მარტო იმყოფებოდა მანქანაში.

ამის გამო ვითხოვთ დაკითხვას, თუ რატომ იყო ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი”, — განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

ოჯახი გამოძიების ვერსიას უნდობლობას უცხადებს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმის მასალებში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას და არა თვითმკვლელობას.

“ჩვენ გამოძიების ვერსიას ვუცხადებთ უნდობლობას და მიგვაჩნია რომ, საქმის მასალებში არის არაერთი ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი მტკიცებულება, რაც საქმეზე შეცვლის გამოძიების ვერსიას და ცხადყოფს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს.

ჩემი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თავიდანვე კადრები თუ როგორ უჭრის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას სამი შავი ჯიპი და აიძულებენ, რომ გადაუხვიოს მარნეულის მიმართულებით. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, აღნიშნული ჯიპები ეკუთვნის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს და ერთ-ერთ მანქანას მართავდა ზვიად ხარაზიშვილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩემი შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნულ უშიშროების მანქანებს ჩემი შვილის საქმესთან აქვთ კავშირი, გამოძიების მიერ მოხდეს ზვიად ხარაზიშვილის გამოკითხვა”, — აღნიშნულია ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოწმეებმა მოახდინეს ბრალდებული პირების ვიდეოჩანაწერებში იდენტიფიკაცია”- გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილი საქმის პროკურორი
  • რას ეფუძნება საკონსტიტუციო სარჩელი – მომხსენებელმა სასამართლო სხდომაზე მოხსენება წაიკითხა
  • “ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?…” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge