Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართულ ოცნებას” არ აქვს არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი” – გიორგი სიორიძე პარტიების აკრძალვის პროცესის შესახებ ​

October 26, 2026
“ქართულ ოცნებას” არ აქვს არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი” – გიორგი სიორიძე პარტიების აკრძალვის პროცესის შესახებ ​

“ძლიერი საქართველო ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესის შესახებ “პირველებთან” კომენტარს აკეთებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სამი დღის განმავლობაში ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე კონკრეტულად რა ეპიზოდებს ედავება მათ მოსარჩელე მხარე.

სიორიძე აცხადებს, რომ მათ სამართლებრივ არგუმენტებს ვერ დაუპირისპირდება ქართული ოცნების კონტრარგუმენტები, რადგან, მისივე თქმით, ისინი არ არსებობს და ოპოზიციური პარტიების გაქრობა მხოლოდ ქართული ოცნების დაკვეთაა.

სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც ერთმა პარტიამ პასუხი შეკითხვაზე კონკრეტულად ვის რა ეპიზოდი მიემართება იმ შეკერილი ხელოვნური სარჩელიდან, აბსურდული სარჩელიდან ქართული ოცნების. ვერ მიიღო, მათ შორის, მოსამართლე ევა გოცირიძემაც, რომელსაც არ უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა. მოცულობითი არის ის სარჩელის ეპიზოდები, ერთი მხრივ, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც, რეალურად, ვერ დაუპირისპირდება კონტრარგუმენტებს, იმიტომ, რომ ისინი არ არსებობს ქართული ოცნების მხარეს. ქართულ ოცნებას არ აქვს არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთა გააქრონ ამ ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი და დაამკვიდრონ, დააკავონ, დააკონსტიტუციუონ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა. – კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი, გიორგი სიორიძე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოწმეებმა მოახდინეს ბრალდებული პირების ვიდეოჩანაწერებში იდენტიფიკაცია”- გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილი საქმის პროკურორი
  • რას ეფუძნება საკონსტიტუციო სარჩელი – მომხსენებელმა სასამართლო სხდომაზე მოხსენება წაიკითხა
  • “ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?…” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge