Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა! გამოიძიებენ! – შალვა პაპუაშვილი პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციაზე

October 26, 2026
ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა! გამოიძიებენ! – შალვა პაპუაშვილი პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციაზე

გამოძიება ზოგადად ამ თემაზე მიდის – ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა. ვნახოთ, გამოიძიებენ! – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც პროკურატურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის რეკომენდაციის სახით მიმართვას ეხებოდა იმის თაობაზე, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოხდეს.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა პროკურატურის რეკომენდაცია იმას, რომ დავით ფეიქრიშვილის საკანში მართლაც მოხდა პატიმრის შეშვება და მასზე ძალადობა, რის უკანაც სწორედ პატარიძე დგას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ამას არ ნიშნავს.

„არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ამის დადასტურება. იმის დადასტურებაა, რომ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თუ რაიმე საჭიროა მისთვის ამ პროცედურების საწარმოებლად, შეიძლება მიმართოს. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, რომლის ნაწილიც არის პროკურატურა, არის დამოუკიდებელი, მათ აქვთ საპროცესო კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ, რომელიც პარლამენტის მიერ არის მიღებული. ჩვენ თუ რაიმე პროცედურული საკითხი გვაქვს, კანონებით ვსაუბრობთ ამაზე, საპროცედურო კანონმდებლობის შესწორებებით. დანარჩენი უკვე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების საკითხია. მე ამ საკითხების საქმის კურსში არ ვარ და არც შეიძლება ვიყო ინფორმირებული ასე დეტალურად, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა. ვნახოთ, გამოიძიებენ!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?”

“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, – განაცხადეს უწყებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს მარტოხელა მშობლებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათის გაზრდის ინიციატივით მიმართავს
  • არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი, სერბეთის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეცვალა ხელისუფლება – შალვა კერესელიძე
  • “მოწმეებმა მოახდინეს ბრალდებული პირების ვიდეოჩანაწერებში იდენტიფიკაცია”- გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილი საქმის პროკურორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge