„ახლახანს ფოტო შემხვდა, ფისოს მოჭრილი თავი ეგდო თელავში, სკოლის ეზოში! მსგავსი სადიზმი არასდროს მახსოვს, რა ხდება ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?!“ – ამის შესახებ მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს.
მომღერალი საზოგადოებას მოუწოდებს, შვილებს ყურადღება მიაქციონ, რადგან მისი თქმით, სწორედ ასეთი ბავშვები იზრდებიან მანიაკები და საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებები.
„ახლახანს ფოტო შემხვდა, ფისოს მოჭრილი თავი ეგდო თელავში, სკოლის ეზოში! ხალხნო! მიაქციეთ შვილებს ყურადღება, ფსიქოპატებს ნუ ზრდით! ცხოველზე მზრუნველობით და მოვლით ასწავლეთ ადამიანობა, რომ დაბერდებით და უსურები გახდებით თქვენც არ მოგისროლონ ნაგავში ან არ გამოგასალმონ სიცოცხლეს! ზუსტად მასეთი ბავშვები იზრდებიან მანიაკები და საზოგადოებისთვის საშიში! ადრე ასაფეთქებელი ჩაუდეს ძაღლს პირში და არასრულწლოვანები არიანო და არც გაასაჯაროვეს და არც დასაჯეს!
მსგავსი სადიზმი არასდროს მახსოვს, რა ხდება ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?!
ვერ ვაზიარებ ფოტოს მეშინია და მზარავს…
ფსიქიატრიული აღარ ფუნქციონირებს აშკარად!
სამკურნალოა ერი თუ ბერი“, – წერს ნინი შერმადინი.
