ხვალ, 21 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
მათივე ცნობით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ 21 ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში – რუსთაველის გამზირის N10-44, N1-31, კვალის, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, აპოლონ ქუთათელაძის, თაბუკაშვილის N30-48, N 25-53, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის, ლადო გუდიაშვილის, გრიგოლ აბაშიძის, ნატო ვაჩნაძის, ფურცელაძის, პუშკინის ქუჩა N2-10, ზაქარია ჭიჭინაძის, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, სულიკო ჟღენტის, ზაალ ქიქოძის და ბესიკის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge “ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
