Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თუ საზოგადოებას რუტინად გადაექცა ჟურნალისტების 30-30 დღით ციხეში ჩასმა იმის გამო, რასაც ამბობენ ან წერენ, მაშინ ეს საზოგადოება განწირულია დიდი ხანი დიქტატურაში ცხოვრებისთვის- თაზო დათუნაშვილი

October 19, 2026
თუ საზოგადოებას რუტინად გადაექცა ჟურნალისტების 30-30 დღით ციხეში ჩასმა იმის გამო, რასაც ამბობენ ან წერენ, მაშინ ეს საზოგადოება განწირულია დიდი ხანი დიქტატურაში ცხოვრებისთვის- თაზო დათუნაშვილი

თუ ქართულ საზოგადოებას რუტინად გადაექცა ჟურნალისტების 30-30 დღით ციხეში ჩასმა იმის გამო, რასაც ამბობენ ან წერენ, მაშინ ეს საზოგადოება განწირულია დიდი ხანი დიქტატურაში ცხოვრებისთვის,- ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას.

მისი თქმით, საზოგადოებას სწორად უნდა ესმოდეს, რომ მთავარი არა ვახო სანაიას დაპატიმრებაა, არამედ ის არის, რომ ხელისუფლება ამის ისე წარმოჩენას ცდილობს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია.

„აუცილებელი და ფუნდამენტურია, რომ საზოგადოებას სწორად ესმოდეს, ვახო სანაიას დაპატიმრება კი არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ამით მთელი საზოგადოებისთვის დემონსტრირება ხდება, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ამისთვის ადმინისტრაციული საქმის დარქმევა ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც ჩვეულებრივი ამბავი, რომელშიც ეს საზოგადოება ნორმალურად ცხოვრობს. არ უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ აქედან ტოტალური ბანანის რესპუბლიკამდე ძალიან ცოტა მანძილია დარჩენილი, როცა ხელმეორედ აკავებენ ჟურნალისტს, პრინციპულად, ციხეში სვამენ, იმიტომ, რომ რაღაც დაწერა ან თქვა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ამ ფორმით ნიშნავს, რომ ხვალ თქვენი სახლებიდან, თქვენი შვილების წაყვანასაც „გააპრავებენ“ და აბსოლუტურად ყველანაირ სიბინძურეს გააკეთებენ, რაც რეჟიმს სჭირდება, რომ გადარჩეს. ამიტომ, სოლიდარობა ვახო სანაიას. იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რასაც ვახო სანაია ამბობს ან წერს: არ მოგვწონს, მაგრამ არ შეიძლება ამით ამის გამართლება, რომ ციხეში 30 დღე გაუშვან ჟურნალისტი, ცუდად დაგვიმთავრდება აბსოლუტურად ყველას ძალიან მალე ეს ყველაფერი“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღარიბაშვილი თვლის, რომ მის მიმართ პროცესი პოლიტიკურია, მაგრამ მტკიცებულებები არსებობს, გარკვეულწილად, ყველა განვიცდით, რომ გუნდის”ყოფილი ლიდერი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული”- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი
  • “ევროპაში ღრმა კრიზისია, თურმე, მნიშვნელოვანი ყოფილა, როდესაც დემონსტრაცია აღვირახსნილობაში გადადის, გამოყენებული იყოს პოლიციური ძალა”- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი
  • სასამართლო დარბაზი სუბიექტური შეფასების ადგილი არ არის, სამართლებრივ პროცესში გამოყენებული უნდა იყოს არგუმენტები- რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge