სენაკში ტაქსის მძღოლი, 47 წლის კაცი მგზავრის გადაყვანისას გარდაიცვალა. როგორც გამოცემა “მთავარი ამბები” წერს, მოქალაქე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე დაიღუპა.
,,ცუდად გახდა. სავარაუდოდ, გულმა დაარტყა”,-აცხადებენ თვითმხილველები.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
