Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნება

October 14, 2026
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნება

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სოსლან მარგიევის კანდიდატურა წარადგინა. საკითხი ადგილობრივმა „პარლამენტმა“ უნდა განიხილოს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მარგიევი 44 წლისაა, ცხინვალში დაიბადა და 2003 წელს ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

მარგიევი რუსეთის სასამართლო სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს, მათ შორის 15 წლის განმავლობაში მოსამართლის თანამდებობები ეკავა. სხვადასხვა დროს იყო მოსკოვის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე და ზვენიგოროდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2022-2026 წლებში ის მოსკოვის ოლქის ქალაქ ლობნიას საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობდა.

ამჟამად მარგიევი რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლო დეპარტამენტის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

გამოცემა „ვექტორ კავკაზას“ ინფორმაციით, კამბოლოვმა მოსკოვიდან ცხინვალში რამდენიმე ადამიანი ჩაიყვანა, მათ შორის მისი თანაშემწე ეკატერინა ტოლსტიკოვა, რომელთან ერთადაც მან სხვადასხვა რუსულ უწყებაში იმუშავა.

კანდიდატურის წარდგენამდე, 9 ოქტომბერს, კამბოლოვმა ე.წ. აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი სტრუქტურაც დაამტკიცა. ცვლილებები ეკონომიკური და დარგობრივი მიმართულებების გაძლიერებას, ასევე ტურიზმისა და ხალხური რეწვისთვის ცალკე სამინისტროს შექმნას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ არის ძებნილი, რომელმაც სამეგრელოში მამა-შვილი დაჭრა – დეტალები ადგილიდან
  • “შეიძლება დაგვხოცონ, შეიძლება ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს მოსახლეობას და მის მომავალს შევუნარჩუნოთ თავისუფლება” – გედევან ფოფხაძე
  • “პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ “მოძალადე” პოლიტიკოსები და პარტიები” – რას წერს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge