ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა.
„ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა.
დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“. ეს არის უდიდესი ტკივილი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენი პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა და მისი ნათელი კვალი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.
ბაგა ბაღი „სანშაინი“ უსამძიმრებს სანის ოჯახს, ახლობლებს და ყველა ადამიანს, ვისაც მისი არსებობა უყვარდა.
ამ უმძიმეს წუთებში სიტყვები უძლურია. ჩვენ მხოლოდ თანაგრძნობის, სიყვარულისა და სულიერი თანადგომის გამოხატვა შეგვიძლია.
გლოვის ნიშნად, ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს გვერდზე არ განთავსდება არანაირი აქტივობა, ფოტო, ვიდეო ან გასართობი შინაარსი. ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს. ნათელში იყოს ჩვენი პატარა ანგელოზის სული“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 სექტემბერს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქვეითად მიმავალ მოქალაქეებს შეეჯახა. შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პირი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
