Sunday, September 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

September 27, 2026
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს

“იცო­დეთ მკვლე­ლე­ბო, ახლა იმა­ზე სა­ში­ში გავ­ხდი, ვიდ­რე წარ­მო­გედ­გი­ნათ!” – ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, ხვალ, 28 ოქ­ტომ­ბერს, 15:00 სთ-ზე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, მე­რაბ მა­ლა­ნი­ას მისი მოს­მე­ნა მო­უ­წევს.”27 სექ­ტემ­ბე­რი გვტკი­ვა ყვე­ლას…..

2 ოქ­ტომ­ბრის დი­ლას 9:13 სთ-ზე, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ში ჩა­ი­დო პირ­ვე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა: გიგა ავა­ლი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნი და პირ­ნა­ღე­ბი მა­სა­ლით (მოყ­ვი­თა­ლო-მომ­წვა­ნო კუ­ჭის წვე­ნით) სვე­ლი ტან­საც­მე­ლი. 8 ოქ­ტომ­ბერს, პრო­კუ­რორ მა­რი­ამ გი­გა­უ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­სა­მარ­თლე ნანა შა­მა­თა­ვამ და დად­გე­ნი­ლე­ბის მე-2 მუხ­ლში ჩა­წე­რა: “გა­მო­თხო­ვილ იქ­ნეს ეკა კუ­პა­ტა­ძის­გან ამო­ღე­ბუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი POCO-ს მო­დე­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია.” 10 ოქ­ტომ­ბერს გიგა ავა­ლი­ა­ნის კუთ­ვნილ ტე­ლე­ფონ­ზე და­ი­ნიშ­ნა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და გა­მო­თხო­ვილ იქნა “რო­გორც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­ნა­ხუ­ლი, ისე წაშ­ლი­ლი, შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ზა­რე­ბი, მი­მო­წე­რე­ბი, გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო ფა­ი­ლე­ბი, მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სრუ­ლად.”

სწო­რედ ამი­ტომ არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა იგი­ვე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არც ერთი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი ლე­კიშ­ვილს, რო­მე­ლიც წა­მი­ე­რად ვარ­დე­ბა აფექ­ტში და ტო­ვებს გი­ჟის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რო­გორც კი ვინ­მე კი­თხვას შე­უბ­რუ­ნებს. ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ლე­კიშ­ვილ­მა მო­ა­ტყუა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. გიგა ავა­ლი­ა­ნის ტე­ლე­ფონს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის არ არ­სე­ბო­ბის გამო ვერ შე­ე­ხე­ბა “ის­რა­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი”. თუმ­ცა 22 იან­ვარს მე მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რას გი­გას პლან­შე­ტის შე­სა­ხებ და მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­ი­ღეს ყვე­ლა სა­ჭი­რო მა­სა­ლა გი­გას პლან­შე­ტი­დან. (გი­გას პლან­შე­ტის შე­სა­ხებ იცო­და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­მაც.)

როცა მხე­ცუ­რად მოკ­ლუ­ლი შვი­ლის ღირ­სე­ბის­თვის თა­ვა­წყვე­ტი­ლი დე­დის ბრძო­ლა­ში ფა­რიც და მახ­ვი­ლიც თა­ვად შვი­ლის ღირ­სე­ბაა, მა­შინ დე­დაშ­ვი­ლო­ბა დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ზე ძლი­ე­რია! მე, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­თუ ვწერ­დი პოს­ტებს, არა­მედ 2-3 დღე შე­მოს­ვლა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი და ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვი­საც კი ვერ ვიც­ლი­დი, 2025 წლის 18 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან არ გა­მიშ­ვია. მას შემ­დეგ, არც თქვენ აგიშ­ვი­ათ ჩემს პულსზე ხელი და ყვე­ლას გე­თაყ­ვა­ნე­ბით ამის გამო.

გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ერთ მუშ­ტად შე­ვი­კა­რით, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, ასა­კი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვი­სა, რად­გან არც ერთ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს არ უნდა მკვლე­ლე­ბის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა. სწო­რედ ამ ერ­თი­ა­ნო­ბამ შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა, გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა ფი­გუ­რან­ტი გი­სო­სებს მიღ­მა გა­მოგ­ვემ­წყვდია. ეს შევ­ძე­ლით და ბრძო­ლა ცოტა მო­ვა­დუ­ნე, რად­გან ფი­ზი­კუ­რად და­ვარ­დი, თან ვი­ცო­დი ჩემი შვი­ლი­კოს სი­მარ­თლეს სა­სა­მარ­თლო­ში სრულ­ფა­სოვ­ნად და­ი­ცავ­და ზეპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პრო­კუ­რო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი სო­ნი­ძე.

თუმ­ცა ბრძო­ლის ველი არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში! მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სრულ­ყო­ფი­ლად მა­ინც ვერ შე­ვა­ფა­სე ჩემი შვი­ლი­კოს მკვლელ­თა ოჯა­ხე­ბი. მათ და­ი­წყეს ტყუ­ი­ლე­ბით და ტროლ-ბო­ტე­ბით ხალ­ხზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ხალ­ხი მათ­თვის ბრბოა, ჩემ­თვის კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის აზ­რსაც მას შემ­დეგ ვუ­წევ ან­გა­რიშს, რაც ცნო­ბი­ე­რე­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. ჰოდა, თუნ­დაც ერთ ადა­მი­ანს რომ შე­ე­პა­როს ეჭვი გი­გას სიწ­მინ­დე­ში, ესეც ბევ­რია. ხე­ლახ­ლა დამ­ჭირ­და ბრძო­ლა­ში ღიად გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ამი­ტო­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ჭირს თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა ეკ­რა­ნებ­თან, რის­თვი­საც ბო­დიშს გიხ­დით თქვენც და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­საც.

მაგ­რამ იცო­დეთ მკვლე­ლე­ბო, ახლა იმა­ზე სა­ში­ში გავ­ხდი, ვიდ­რე წარ­მო­გედ­გი­ნათ!1-ელ ოქ­ტომ­ბერს გვი­ან ღა­მით და­ესხნენ თავს გი­გას. საქ­მის მა­სა­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა: 2 ოქ­ტომ­ბერს ნია იმ­ნა­ძის დე­დამ და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას დე­დამ იცის, რომ ნიას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­ეს­ხა თავს გი­გას. სა­ვა­რა­უ­დოდ, 3, არა­უგ­ვი­ა­ნეს 4 ოქ­ტომ­ბერს ეს გა­ი­გო მე­რაბ მა­ლა­ნი­ა­მაც. შე­იმ­ჩნე­ვა კი­დეც მისი უცა­უ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვის­წავ­ლი. 9 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ძი­ე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ვი­და სწორ კვალ­ზე. 12 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი რი­კა­ძის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა მა­შინ­ვე. ფიქ­სირ­დე­ბა კი­დეც, 12 ოქ­ტომ­ბერს ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვა­სა (მე­რაბ მა­ლა­ნი­ას ცოლი) და თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილს (ნია იმ­ნა­ძის დედა) შო­რის თვალ­ში­სა­ცე­მად ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი (1814 წამი). 13 ოქ­ტომ­ბერს ნია იმ­ნა­ძის ოჯახს მი­უ­ვი­და უწყე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და მა­შინ­ვე რე­კავს ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვა ჩემს კუთ­ვნილ ტე­ლე­ფონ­ზე, 157 წამი ესა­უბ­რე­ბა ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­ღაც წევ­რს და ად­გენს, რა ვი­ცით ოჯახ­მა.

2025 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, გიგა ბი­ო­ლო­გი­უ­რად-აც გარ­და­იც­ვა­ლა. ჩემ­მა ის­ტე­რი­ულ­მა ვი­დე­ომ, იმ ღა­მეს­ვე მო­იც­ვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. თუმ­ცა მშვი­დად ეძი­ნა ნია იმ­ნა­ძის და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას მშობ­ლებს. ლა­ღად ფშვი­ნავ­დნენ, როცა გიგა ავა­ლი­ა­ნის გვა­მი იფატ­რე­ბო­და და ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბო­და. 25 ოქ­ტომ­ბრის დი­ლას, კარ­გად გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლი ვა­ლე­რი­ან იმ­ნა­ძე (ნია იმ­ნა­ძის მამა) ურე­კავს ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვას. ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვა, მო­გა­ხა­რეს გი­გას სიკ­ვდი­ლი? მე არ და­ვუშ­ვებ, შვი­ლებ­მა წა­ა­ქე­ზონ და დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ მკვლე­ლებს, მერე კი ეს წა­ა­ხა­ლი­სონ და და­ა­კა­ნო­ნონ მშობ­ლებ­მა!

ხვალ, 28 ოქ­ტომ­ბერს, 15:00 სთ-ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­უ­წევს ჩემი მოს­მე­ნა მე­რაბ მა­ლა­ნი­ას!” – წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხანძარი თბილისში – რა ვითარებაა ადგილზე?
  • “უამრავი მთვრალი ადამიანი ირეოდა, უამრავი ბავშვი იყო, ასე დადიოდა მთელი საღამო მთელი სუფრა და ბოლოს საერთოდ დაუვარდა…” – რას წერს ნათია გაბრავა
  • ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge