Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გიორგი ხოჯევანიშვილს მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რაც გიორგი გახარიას საქმეზე ჩვენების მიცემით აიღო – ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება”- რას ამბობს ბერდია სიჭინავა

September 23, 2026
“გიორგი ხოჯევანიშვილს მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რაც გიორგი გახარიას საქმეზე ჩვენების მიცემით აიღო – ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება”- რას ამბობს ბერდია სიჭინავა

გიორგი ხოჯევანიშვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რაც ამ ჩვენების მიცემით აიღო, რადგან ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება,-ასე ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი და ამავე საქმეზე ბრალდებულის, გიორგი გახარიას ადვოკატი, სასამართლო პროცესზე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის დაკითხვას.

ბერდია სიჭინავამ ისაუბრა დღეს დაკითხულ სხვა მაღალჩინოსნებზეც.

„გიორგი ხოჯევანიშვილი, გიორგი გახარიას რეკომენდაციით დაინიშნა გუბერნატორად შიდა ქართლში, ის გორის და კასპის მაჟორიტარი იყო, რომელიც გიორგი გახარიას ძალისხმევით გახდა მაჟორიტარობის კანდიდატი და შემდეგ დეპუტატი, ასევე იყო გიორგი გახარიას მოადგილე მის პოლიტიკურ გუნდში. ახლა გიორგი ხოჯევანიშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობაა. გიორგი ხოჯევანიშვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რაც ამ ჩვენების მიცემით აიღო, რადგან ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება. მე მას არ შევაფასებ, მას მთელი ცხოვრება მოუწევს ამ ტვირთის ტარება და არავის ვუსურვებ იმას, რაც დღეს გიორგი ხოჯევანიშვილმა გაიარა…

დღეს დაკითხეს ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი საერთოდ არ ყოფილა ის კურატორი მოადგილე, რომელიც საოკუპაციო საკითხებს კურირებდა. იმ პერიოდში კურატორი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი იყო. გრიგოლ ლილუაშვილი დაკითხულიც კი არ ჰყავთ ამ საქმეზე, არათუ სასამართლოში, არამედ გამოძიების ეტაპზეც კი. ეს შუამდგომლობა ჩვენ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე დავაყენეთ, თუმცა გამოძიებამ ამაზე უარი თქვა.

რაც შეეხება ტაბატაძის მოწმის სახით დაკითხვის ფაქტს, რეალურად ესეც პრობლემური საკითხია ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ტაბატაძე, იმ ავადსახსენებელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი იყო და მას პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან ერთი მხრივ ფაქტობრივად ბრალმდებელი იყო საგამოძიებო კომისიაში ამ საქმესთან დაკავშირებით და მერე, როგორც მოწმეს, თითქოს ჩვენება აქვს მიცემული. წარმოიდგინეთ, ადამიანი იძახის, მინისტრის კურატორი მოადგილე არ ვიყავიო და რაღაც შეფასებებს აკეთებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც არ გააჩნია. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ამ ადამიანებს რცხვენიათ ამ პროცესში მონაწილეობის. რცხვენიათ მარტივი მიზეზის გამო და ამის დასტურია ისიც, რომ ეს სასამართლო სხდომა დაიხურა. არანაირი საიდუმლო ინფორმაცია ამ სასამართლო სხდომებზე არ განიხილება, უბრალოდ ამ ადამიანებს რცხვენიათ საჯაროდ, რადგან ეს ჩანაწერი ინახება და ისტორიულად შეინახება და ადრე თუ გვიან ამ სხდომის ოქმებს სხვაც მოისმენს.

რაც შეეხება კახი კახიშვილს, იგი მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ. მან აღნიშნა, რომ მასთან წერილობითი დოკუმენტაცია ჩორჩანასთან დაკავშირებით არ შესულა, თუმცა დანარჩენი საკითხები არ გამოურიცხავს, შესაძლოა ზეპირი კომუნიკაცია ან სხვა ფორმატით კომუნიკაცია ყოფილიყო“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება – მცხეთის სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა
  • პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge