2026 წლის იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან საქართველოს ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა – ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს და წერს, რომ ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მეტია.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული დარღვევიდან ბიუჯეტში 1 448 823 ლარი იყო მობილიზებული.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. თუ მოქალაქე ჯარიმას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას 40-ლარიანი საურავი ეკისრება.
