საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება.
22-23 სექტემბერს შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაახლოებით +20-დან +22 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში ნალექისა და ელჭექის ალბათობა კვლავ შენარჩუნდება.
24 სექტემბერს დილის საათებში ცალკეულ ადგილებში კვლავ არის მოსალოდნელი ელჭექი, დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდი გაუმჯობესდება და ხანგრძლივი მზიანი პერიოდები დამყარდება.
თბილისში უახლოესი დღეების პროგნოზის მიხედვით, 21 სექტემბერს დაახლოებით +23°C, 22 სექტემბერს +27°C, ხოლო 23-24 სექტემბერს +28°C-მდე დათბება. 25 სექტემბრიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სექტემბრის ბოლო დღეებში ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება და ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს.
