70 წლის ტაქსის მძღოლი იზოლატორში სასამართლო პროცესს ელოდება – კაცი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
სავარაუდო მსხვერპლი 15 წლისაა, დაკავებული მის მეზობლად მცხოვრები პენსიონერი.
“ტვ პირველების” ინფორმაციით, საქმეში დევს მტკიცებულებები, რომ კაცი არასრულწლოვანს სექსუალურად მანამდეც ავიწროებდა.
ამბავი კახეთის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. სექსუალურ ძალადობას სავარაუდოდ ადგილი აგვისტოში ჰქონდა, თუმცა “ტვ პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ეშინოდა და ამბავს მალავდა.
პროკურატურას ჯერ დაკავებულებისთვის ბრალი არ წარუდგენია.
