ნამახვანჰესის შეჩერებული პროექტის ფასი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, ნათია თურნავას, მამუკა ბახტაძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
როგროც ბრიფინგზე ლაშა ფარულავამ განაცხადა, სწორედ ვანო ჩხატრიშვილმა უკვე შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილების დახმარებით ჩაშალა ეს პროქტი.
ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტი თავიდანვე იყო კორუფციული გარიგება, რომელსაც 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა მამუკა ბახტაძემ. ამ ხელმოწერას აჩქარებდა, ლობირებდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. სწორედ ვანო ჩხატრიშვილმა უკვე შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილების დახმარებით ჩაშალა ეს პროქტი. ეს არის საქართველოს ენერგო-უსაფრთხოების საბოტაჟი და თუ ვინმეს წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება კორუფციაზე, ქართველი ხალხის ძარცვაზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილზე, ვანო ჩხარტიშვილზე, ნათია თურნავაზე, მამუკა ბახტაძეზე და ირაკლი ღარიბაშვილზე. დაიხ მეგობრებო, სწორედ ამ ადამიანებმა უნდა გადაიხადონ ის 450 მილიონი დოლარი, რომელიც ახლა დაეკისრა ქართულ სახელმწიფოს, სინამდვილეში კი დაეკისრა ქართველ ხალხს”,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
“ქართულმა ოცნებამ” თურქულ კომპანიასთან დავა ამერიკის არბიტრაჟში წააგო – მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა გადაიხადონ, 400 მილიონი ამერიკული დოლარი. მხოლოდ კომპანია ENKA-ს რომელსაც ჯერ ნამახვანჰესის აშენების უფლება მისცეს და მერე გააუქმეს, ბუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი უნდა გადაუხადონ.
