Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ”- ლაშა ფარულავა

September 17, 2026
“არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ”- ლაშა ფარულავა

ახლა და ამწუთას, მძიმე რეალობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ქართველი ხალხის მობილიზება, რათა კორუფცია, კრიმინალი, ძალადობა და მკვლელობები ამ ქვეყანაში დავასრულოთ. არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის პოსტთან დაკავშირებით, სადაც ხაბეიშვილი საუბრობს აქტიური პროტესტის აუცილებლობასა და ამ კუთხით გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე.

„ლევან ხაბეიშვილის მიმართვა არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. სინამდვილეში, ეს მიმართვაა იმ ხალხის მიმართ, რომელსაც ამ ქვეყანაში არ სჯეროდა, რომ ამ მასშტაბების კორუფცია იყო, რომ ძარცვავდნენ საბავშვო ბაღებს, ძარცვავდნენ ჯარს, ძარცვავდნენ სოცდაუცველებს. ამაზე საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი და სხვები ამას არათუ არ იჯერებდნენ, არამედ აყოლილი იყვნენ არასწორ ნარატივს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ვართ იქ, სადაც არის ქართველი ხალხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ წესრიგი, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს იმისთვის, რომ ყოველდღიური დღის წესრიგი შექმნას ივანიშვილის კრიმინალური კორუფციული რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხოთ ეს რეჟიმი. რეპრესიისა და ტერორის მიუხედავად, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, მათ შორის ფინანსების გარეშე, რადგან ეს ჩვენი, ჩვენი ხალხის ბრძოლაა. ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური ტყვე. ის აკეთებს განცხადებებს იმ გადმოსახედიდან, რაც რეალური და სინამდვილეა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ ამ კრიტიკას, არამედ ვემზადებით იმისთვის, რომ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახდინოთ“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გუშინ გამოაქვეყნა, სადაც უმოქმედობას აკრიტიკებს და „შიშის დაძლევისა და გამბედავი ნაბიჯების“ საჭიროებაზე საუბრობს. „აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ, შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ, მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, შემოდგომა დადგება, ასე და ისე ვიზამთო, დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით“, – დაწერა ლევან ხაბეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
  • სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს
  • გრანტების სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო- ნონა ქურდოვანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge