Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არასერიოზულად მიმაჩნია საუბარი, რომ შეიძლება, ქვითარი ჰქონდეს ვინმეს, სადაც 40 მილიონი იქნება ამორტყმული…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

September 17, 2026
“არასერიოზულად მიმაჩნია საუბარი, რომ შეიძლება, ქვითარი ჰქონდეს ვინმეს, სადაც 40 მილიონი იქნება ამორტყმული…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

მე არასერიოზულად მიმაჩნია ამაზე საუბარი, რომ შეიძლება, რაღაც ქვითარი ჰქონდეს ვინმეს, სადაც 40 მილიონი თუ სხვა ნებისმიერი ციფრი იქნება ამორტყმული, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ 40 მილიონის დაფინანსების ბრალდების დასადასტურებლად, რადგან თენგო თევზაძემ 40 მილიონთან დაკავშირებით ბრალდებებს ზღაპარი უწოდა და თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს უნდა ახსნას.

„მე პირადად თავს შევიკავებდი ამ კონკრეტიკისგან, ზოგადად. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს. უბრალოდ, საუბარი მაინცდამაინც ამ კონკრეტულ ციფრზე კი არ არის. ჩვენ ვსაუბრობდით სქემაზე. კონკრეტულ ადამიანებს აქვთ ინფორმაცია. მე პირდაპირ გეტყვით, რომ არსებობს ხოლმე ინფორმაციები, რომელიც მერე ძალიან მალე დასტურდება ხოლმე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაგმენტაცია-დასუსტება, როგორც მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის“.

„ყველამ კარგად იცის ამ ქვეყანაში, რომ დღემდე ასე გახლავთ, პოლიტიკურ სპექტრში ვის მოწონს და ვის არ მოსწონს, რომ მიხეილ სააკაშვილი რჩება ბიძინა ივანიშვილის მთავარ ოპონენტად. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე წონადი კონკურენტი ივანიშვილის. ეს ორი ძირითადი არჩევანი არის ამომრჩევლის წინაშე, სხვა არჩევანი ჯერჯერობით არ ჩამოყალიბდა. არსებობს, თუმცა არ გახლავთ ეს ისეთი სოლიდური, სერიოზული და, მათ შორის, მხარდაჭერის მქონე. ივანიშვილს აქვს მიზნად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაგმენტაცია მოახდინოს და ამიტომაც, როცა იქ, შიგნით არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, არ ვიცი ახლა, ჯანსაღი თუ არაჯანსაღი ამბიციები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ იყვნენ უფრო მეტად ლიდერები და უფრო მეტად ცალკე ითამაშონ პოლიტიკურ ველზე, ამ ადამიანების ამბიციებს ხელს უწყობს ირიბად“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ჩასვეს გახარიას პარტია “ასაკრძალების სიაში”
  • რას ამბობს ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილზე?
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან”- რას ამბობს შალვა კერესელიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge