Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

September 15, 2026
„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს.

როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას ჯუმბერ ბუჩაშვილმა მიაწოდა, რომელიც გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული.

ადვოკატის თქმით, ბუჩაშვილს მასთან შეხვედრისას საქმესთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის, გურამ დადიანიძის ფსიქოლოგთან ვიზიტისა და მისთვის დანიშნული მედიკამენტების შესახებ.

„მე შევხვდი ჯუმბერ ბუჩაშვილს. მისი ინიციატივა იყო. ის უძღვებოდა სამძებრო საქმეს. როდესაც შევხვდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა. მათ შორის, ისიც, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა. მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი წამლებს იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეკითხვები“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გურამ დადიანიძის საქმეზე გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგსა და ფსიქიატრზეც არის საუბარი, ასევე ნახსენებია მედიკამენტები, რომლებსაც, მისი თქმით, ახალგაზრდა იღებდა.

კაკაბაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიმართეს მოთხოვნით, დადგინდეს იმ ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ვინაობა, რომლებიც გურამს პირადად ხვდებოდნენ.

მისივე თქმით, სურთ, რომ ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ და მათთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან, ადვოკატის შეფასებით, შესაძლოა, ამ ინფორმაციამ გამოძიება ახალი კვალისკენ მიიყვანოს.

ტარიელ კაკაბაძე ასევე საუბრობს ჯუმბერ ბუჩაშვილის მიერ სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის პერიოდზე. მისი თქმით, ბუჩაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში გურამის ოჯახის წევრებთან, მათ შორის სოფოსთან, კომუნიკაციაც ჰქონდა.

ადვოკატის შეფასებით, კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოძიება მაშინვე არ დაწყებულა და, მისი თქმით, საქმეზე გამოძიება სამი წლის შემდეგ დაიწყო.

„როცა თვენახევარში სამძებრო საქმე დასრულდა, რატომ მაშინვე არ დაიწყეს გამოძიება და რატომ დაიწყეს სამ წელში? ეს მაფიქრებინებს, რომ, სავარაუდოდ, გავლენიან პირებს საგამოძიებო ორგანო მფარველობდა. მერე მოიგონეს მეწყერის ვერსია და მიჩქმალეს ეს საქმე“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვალიდან ამინდი იცვლება
  • ერთმანეთს სოფო ხორგუანი და თენზიზ შარმანაშვილი დაუპირისპირდნენ – ხმაური პარლამენტში
  • “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე” – ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge