Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართველი მოსწავლეების შედეგები OECD-ის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება

September 8, 2026
ქართველი მოსწავლეების შედეგები OECD-ის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება

8 სექტემბერს PISA 2022-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 15 წლის მოსწავლეების მიღწევები 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სტატისტიკურად არსებითად არ შეცვლილა. ამასთან, სამივე მიმართულებით საქართველოს მაჩვენებლები OECD-ის საშუალო შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკაში საშუალოდ 390 ქულა მიიღეს, მაშინ როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 472 ქულაა. კითხვაში საქართველოს შედეგი 374 ქულაა, OECD-ის – 476, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი შესაბამისად 384 და 485 ქულა.

გენდერულ ჭრილში მათემატიკაში გოგონებისა და ბიჭების შედეგები თითქმის თანაბარია – 393 და 387 ქულა. კითხვაში გოგონები ბიჭებს 35 ქულით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 14 ქულით უსწრებენ.

მნიშვნელოვანი სხვაობაა საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც. მათემატიკაში საუკეთესო შედეგი თბილისის მოსწავლეებს აქვთ – 417 ქულა, სხვა ქალაქებში მაჩვენებელი 383, სოფლებში 369, ხოლო დაბებში მხოლოდ 344 ქულაა.

განსაკუთრებით დაბალია აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების შედეგები – მათემატიკაში 321, კითხვაში 297, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 307 ქულა.

კვლევამ სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებაც აჩვენა: საქართველოში შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში შეჭირვებულ თანატოლებს საშუალოდ 65 ქულით აჯობეს. ამასთან, 15 წლის მოსწავლეების 13%-მა განაცხადა, რომ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა.

PISA 2022-ში 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690 ათასი 15 წლის მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოდან კვლევაში ჩართული იყო 267 სკოლის 6 583 მოსწავლე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება, რაზეც 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი – პროცესი 28 სექტემბერს გაიმართება
  • საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს
  • ევროსაბჭო ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა კომისარმა “ქართული ოცნების” “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის წინააღმდეგ მოსაზრებით ევროსასამართლოს მიმართა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge