Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს…” – რას ამბობს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი

September 4, 2026
“პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს…” – რას ამბობს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმება.

როგორც ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თამაზ ელიზბარაშვილი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, თუმცა სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

ლექსო სვიმონიშვილი აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ ოფიციალურად გამოძიების დაწყების საფუძველი, სამართალდამცავი უწყებისთვის ოპერატიული მიმართვა გახდა. ადვოკატის განმარტებით, თამაზ ელიზბარაშვილი არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, რაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

„პროკურატურა რომ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი ჰქონდა, მას ბრალს წარუდგენდნენ იარაღის უკანონო ტარების გამო. ყველა ვარაუდი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქმეში შვიდი დაზარალებულია. პროკურატურა არის ბრალდების მხარე და გამოაქვეყნა ის კადრები, რომელზეც თავად ჩათვალა, რომ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ ამ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს. პროკურატურის კადრები მეც ახლახან ვნახე, სადაც თითქოს თამაზ ელიზბარაშვილი, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. იარაღი არსად ჩანს და არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი”,- აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არც მე და ინცინდენტში მონაწილე არც ერთ ჩემს მეგობარს პოლიციაში არავითარი საჩივარი არ შეუტანია…” – რას წერს შაკო კუჭაშვილი
  • “ადამიანები, ვინც ახლა უნდა იკითხებოდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე არიან” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი
  • რატომ აქვს რვეულს „მინდორი“ – საინტერესო ისტორიული მიზეზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge