ირაკლი კობახიძე, მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ამ დრომდე არ გამოხმაურებია, განცხადება არ გაუკეთებია არც კობახიძესთან ერთად დასახელებულ მამუკა მდინარაძესაც.
გუშინ, სამ სექტემბერს ციხეში გამოკითხეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მას კითხვები დაუსვეს იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომელიც მან „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ რიგით მეხუთე წერილში გამოთქვა.
საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა ცნობა, რომ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს მოქმედი პრემიერი და პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძე.
ღარიბაშვილი რიგით მეხუთე წერილში პირველად ახსენებს ირაკლი კობახიძეს, მდინარაძესთან ერთად და ამბობს რომ ეს ორი პოლიტიკური ფიგურა იყო თანამონაწილე და მათ პასუხი უნდა აგონ იმ ზიანისთვის, რაც ქვეყანას და ადამიანებს მიაყენეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე წერილში ისაუბრა საეჭვო თვითმკვლელობებზე.
“მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს” – წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა – გაზეთ “ასავალ-დასავალის” რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ღარიბაშვილის გამოკითხვის პარალელურად საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს ყველა ის პირი, ვინც ექს-პრემიერს განცხადების შემდეგ პოლიტიკური შეფასება გააკეთა.
