“ჩვენი გმირების საიდუმლო სია გადასცეს ქოცებმა რუსებს და შემდეგ თითოეული გმირის განადგურების საშუალება მისცეს…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
“კოდორის სპეცრაზმელების მკვლელობას ბევრი ახსენებს, თუმცა ალბათ ხალხის უმრავლესობას რეჟიმის პროპაგანდამ დაავიწყა თუ რისთვის მოკლეს ეს ჩვენი გმირები.
2008 წელს რუსეთი ინტენსიურად ემზადებოდა საქართველოში დიდი ომისთვის პუტინის ახსნით ნატოს გაფართოების მცდელობაზე საპასუხოდ (აი იმ ომის ივანიშვილი-ზურაბიშვილის განმარტებით ჩვენ რომ წამოვიწყეთ) ამ მიზნით დაიწყეს აფხაზეთის რკინიგზის სწრაფი ტემპით აღდგენის სამუშაოები, გადმოსხეს სარკინიგზო ჯარები ოჩამჩირეში. რკინიგზა, რა თქმა უნდა, სჭირდებოდათ ტანკების ზუგდიდამდე მოსაყვანად. ეს 300 ტანკი აპრილის თვიდან სოჭის სადგურის ჩიხში იდგა.
ასევე შემოაგზავნეს გრუ-ს დივერსიული ჯგუფი კოდორის ხეობაში. ეს ჯგუფი დაკომპლექტებული იყო გამოცდილი რუსული დივერსანტების და მათი მიზანი იყო კოდორში ელექტროგადაცემის და მობილური კავშირის აფეთქება და ჩვენი ანძების არტილერიული და საჰაერო დაცვის სისტემების მოძიება და მწყობრიდან გამოყვანა. ერთი სიტყვით ომისთვის მომზადების კლასიკური მტრული აქტი.
ხოდა სწორედ ამ ჯგუფს დახვდა ჩვენი სპეცრაზმის ერთი ნაწილი და უთანასწორო ბრძოლაში მთლიანად გაანადგურეს რუსები. მათ შორის ერთი პოლკოვნიკი და 1 პოდპოლკოვნიკი ხოდა ამ ოპერაციაში მონაწილე ჩვენი გმირების საიდუმლო სია გადასცეს ქოცებმა რუსებს და შემდეგ თითოეული გმირის განადგურების საშუალება მისცეს რუსებს და ალბათ თვითონაც მიიღეს მონაწილეობა ამ დანაშაულში.
იცოდე შენი ისტორია!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
