Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ქართველებისა და აფხაზების შერიგება შეუძლებელია, ჩვენ ამ განაჩენს არ მივიღებთ…” – რას ამბობს ირაკლი კირცხალია

September 4, 2026
“საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ქართველებისა და აფხაზების შერიგება შეუძლებელია, ჩვენ ამ განაჩენს არ მივიღებთ…” – რას ამბობს ირაკლი კირცხალია

ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს საერთო სამშობლო და საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ ერთობით უნდა ავაშენოთ ძლიერი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო, სადაც ვერც შიდა და ვერც გარე ძალა ვეღარ შეძლებს ჩვენს შორის შუღლის, სიძულვილისა და დაპირისპირების გაღვივებას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ამ მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა.

„უსამშობლო ნაცაგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. “აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება”, – ამას ამბობს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უცხო ქვეყანაში თანამდებობის დაკავების გამო საქართველოს მოქალაქეობა დათმო და რომელიც დღემდე არ ამბობს უარს იმ პოლიტიკურ რიტორიკაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ მოუტანა დაპირისპირება, შუღლი და უმძიმესი შედეგები.

ეს ერთი ფრაზა არ არის. ეს არის პოლიტიკური აზროვნება, რომლის მიხედვითაც ქართველებსა და აფხაზებს შორის გაუცხოება თითქოს საბოლოო მოცემულობაა. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი “გვეზიზღება” და ამას “არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, ომისა და ხელოვნურად გაღრმავებული გაუცხოების მიუხედავად, შერიგება შესაძლებელია. მეტიც – საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების სხვა გზა არც არსებობს.

საშემოდგომო სესიის გახსნაზე სწორედ ამის შესახებ ვისაუბრე – მშვიდობაზე, დეოკუპაციაზე, ქვეყნის გამთლიანებასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ხელისუფლებას საკუთარი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე აქვს. და რას ვხედავთ პასუხად? როგორც კი საუბარი იწყება მშვიდობაზე, ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და ერთიან სახელმწიფოში საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება ის ე.წ. პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული აგენტურული ქსელი, რომლისთვისაც მუდმივი დაპირისპირება არსებობის ერთადერთი ფორმაა.

სწორედ ასეთ საკითხებზე ხდება ყველაზე კარგად აგენტურის პოლიტიკური ლუსტრაცია, როდესაც ერთ მხარეს დგას სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მომავალს მშვიდობაზე, ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს, ხოლო მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ქართველებისა და აფხაზების შერიგება შეუძლებელია და ერთმანეთის სიძულვილი სამუდამო განაჩენია. ჩვენ ამ განაჩენს არ მივიღებთ.

ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს საერთო სამშობლო და საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ ერთობით უნდა ავაშენოთ ძლიერი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო, სადაც ვერც შიდა და ვერც გარე ძალა ვეღარ შეძლებს ჩვენს შორის შუღლის, სიძულვილისა და დაპირისპირების გაღვივებას. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი ყველა ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანების ხედვა. მათ შეუძლიათ ილაპარაკონ სიძულვილზე. ჩვენ ვიმუშავებთ შერიგებისთვის. მათ შეუძლიათ ქართველებსა და აფხაზებს შორის კედლების აშენება მოინდომონ. ჩვენ ამ კედლებს მშვიდობით, განვითარებითა და ერთობით დავანგრევთ. ეს არის განსხვავება მათ პოლიტიკასა და ჩვენს სახელმწიფოებრივ ხედვას შორის“,- წერს ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი…” – რას ამბობს ზაზა შათირიშვილი
  • თელავში, პიტბულმა პატრონი დაგლიჯა – ქალს ოპერაცია დასჭირდა
  • “იმის დაჯერება მიჭირს, რომ ღარიბაშვილს ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა…”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge