გორში რკინიგზის სადგურზე კაცს მატარებელი დაეჯახა – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს. მათი ცნობით, დაახლოებით 35 წლის კაცი დაშავდა – ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
