პატიმრობიდან გათავისუფლებული დავით ხომერიკი “TV პირველთან” ციხიდან გამოსვლის პირველ წუთებს იხსენებს. მისი თქმით, შეწყალების შესახებ საღამოს საათებში აცნობეს, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო.
ხომერიკი ყვება, რომ გარეთ გამოსულს ფული არ ჰქონდა და ტაქსისტმა სახლამდე უფასოდ მიიყვანა.
“ასე უცაბედად, შემოვიდა მეთაური პერსონალი და “ს ვეშამიო” და უცებ შოკში ჩავვარდით ყველანი, ჩემი ჩათვლით და რავი, არ გვჯეროდა… დაახლოებით 9-ის ნახევარი იყო. გულის სიღრმეში ყველას აქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაადრევად დატოვებენ იქაორობას და მალე ჩაეხუტებიან ოჯახის წევრებს.
ანდრო ჭიჭინაძე იყო ჩვენთან ერთად, ირაკლი მიმინოშვილი – ჩვენი ღიმილა ბიჭი. გიორგი მჭედლიშვილს საერთოდ არ იცნობთ…
15 წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს. მერე მაცქარებდნენ, მეთქი- ორი წუთი კიდევ დავრჩები, რომ დავმშვიდობებოდი ბიჭებს და მერე უკვე ადმინისტრაციის შენობაში გადავედით, იქ ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთებზე და შემდეგ უკვე გაგვიყვანეს გარეთ, ჭიშკარს გავცდით, შლაგბაუმს გავცდით და ეგ იყო…
უბანში მივედი ტაქსით, ფული არ მქონდა და ჩემს ძმას გავძახე ქვევიდან “ზუკა!”-მეთქი და ერთი ამბავი ატეხა ზევიდან, რომელი ხარო და მთელი უბანი შეძრა. მამამ ვერ გაიგო, წირვაზე იყო, – ამბობს ადვით ხომერიკი.
მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებულია მუსიკოსი, დავით ხომერიკი შეიწყალა. მას პატიმრობა 4 წლით და 5 თვით ჰქონდა მისჯილი.
