Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“წიხლით დააგორეს მდინარაძე თავისი პოლიტიკური პედესტალიდან…” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი

August 27, 2026
“წიხლით დააგორეს მდინარაძე თავისი პოლიტიკური პედესტალიდან…” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი

“წიხლით დააგორეს მდინარაძე თავისი პოლიტიკური პედესტალიდან” – ამის შესახებ “ტვ პირველთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, რა შეურაცხყოფაც შეიძლება პოლიტიკოსს მიაყენოს მისმა ლიდერმა, ყველა ეს შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა მდინარაძეს უახლოესი 2-3 თვის მანძილზე.

უკანასკნელი რამდენიმე კვირა შემოვლა აქვს მთელ საქართველოში, დადიოდა რეგიონებში, ვიღაცებს თითი დაუქნია – აი ახლა შენ ასე თუ არ მოიქცევი, ჩვენ ჰუმანურობას, ჩვენ ადამიანურობას თუ არ გაითვალისწინებენ, ვიღაცებს დავსჯითო, გზები რომ დიდი ხანია გადათხრილია და არ კეთდებაო – საქმეში იყო, ვერავის ვერავინ ეტყვის, რომ ეს მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილია.

წიხლით დააგორეს მდინარაძე თავისი პოლიტიკური პედესტალიდან. რა შეურაცხყოფაც შეიძლება პოლიტიკოსს მიაყენო მისმა ლიდერმა, ყველა შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა უახლოესი 2-3 თვის მანძილზე,” – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.

ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, “ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს”.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზის მიწოდება 10 000 აბონენტს შეუწყდა – „თბილისი ენერჯის“ განცხადება
  • “გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო…” – ავჭალაში 17 წლის გოგონა დაიღუპა: რას წერს ახლობელი
  • “წიხლით დააგორეს მდინარაძე თავისი პოლიტიკური პედესტალიდან…” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge