პოლიციამ კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
