აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით იმდენი შეცდომა გაქვთ დაშვებული, ისეთი დოზით გაქვთ უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა გამოვლენილი, რომ ტრაგედიაა თქვენი პოლიტიკაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მათ ყოველ დღე შეახსენებს, რომ „ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო“, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ბოდიში აქვთ მოსახდელი.
„აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა, უსამშობლობის გარდა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობაც სრული მასშტაბით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გამოავლინეს. განაგრძე კითხვა
