Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძემ მკურნალობის ხარჯების დასაფარად ბინა გაყიდა – ექსკლუზიური ინფორმაცია

August 26, 2026
როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ვრცელდება უახლესი ინფორმაცია

თორნიკე რიჟვაძემ მკურნალობის ხარჯების დასაფარად ბინა გაყიდა და საბანკო სესხები აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მიერ შევსებულ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქონებრივ დეკლარაციაში თორნიკე რიჟვაძეს ასახული აქვს ის სამედიცინო ხარჯი, რომელიც მას თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ მკურნალობისთვის დასჭირდა.

გამოცემა წერს, რომ დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძეს ბინის გაყიდვა და დამატებით სესხების აღება მოუხდა იმისთვის, რომ თურქეთში მკურნალობის ხარჯები დაეფარა.

ოჯახის თანახმად, მას მკურნალობა თურქეთიდან წასვლის შემდეგაც დასჭირდა.

თორნიკე რიჟვაძის სამედიცინო მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი 157 000 დოლარზე მეტია.  ამასთან, საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო ავიატრანსპორტირების ხარჯი 17 500 დოლარს შეადგენს, რაც მისმა დედამ, მადონა ბოლქვაძემ გადაიხადა.

დეკლარაციის მიხედვით, გარკვეული ხარჯები გაღებულია თურქულ ლირაშიც. მაგალითად, 75 146 ლირაა გადახდილი ოფთალმოლოგის და კიდევ სხვა სამედიცინო მომსახურებაში.

გამოცემის თანახმად თორნიკე რიჟვაძე ამჟამად, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში იმყოფება, რადგან ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რიჟვაძის დედას ავანსის სახით 37 270 ფუნტი სტერლინგი აქვს გადახდილი.

დიდ ბრიტანეთში უნდა სწავლობდნენ თორნიკე რიჟვაძის შვილებიც, მათი სწავლის საფასურად დეკლარაციაში 25 395 ფუნტი სტერლინგია მითითებული, რაც ასევე მადონა ბოლქვაძემ გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების თარიღად 16 ივნისია მითითებული.

ცნობისთვის, პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ჩვენება მისცა გამოძიებას ბაჩუკი ჩხვიმიანმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • “მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარით”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • გოგა მანია გურამ დადიანიძის გაუჩინარებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge