ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.
ნეპალის პოლიციის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ასევე, ნეპალის ტურიზმის საბჭოს ცნობით, 380-ზე მეტი ტურისტი დაკარგულად ითვლება.
„წინასწარი მონაცემების თანახმად, დაზარალებულ რაიონებში 384 ტურისტი, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ნეპალელი, დაკარგულად ითვლება“, – ნათქვამია ტურიზმის საბჭოს განცხადებაში.
