Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

August 26, 2026
რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

“[ღარიბაშვილი] რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

მისი თქმით, გაუგებარია ვის ებრძვის დაკავებული ექს-პრემიერი და ებრძვის თუ არა ბიძინა ივანიშვილს, თუ “ჯერ კიდევ უცხადებს ლოიალობას”.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს შესახებ შენიშვნებს ისმენდა ევროპელი პარტნიორებისგან და “მაშინ ამართლებდა ამ ყველაფერს”, დღეს კი ამხილა “იმიტომ, რომ მას შეეხო”.

რა ვთქვა, კარგი დროა ახლა რომ ამხილა სასამართლო, რამდენი ხანია, რომ არა მხოლოდ ჩვენ აქ, ჩვენი პარტნიორები, რამდენჯერ მოისმინა თვითონ ბატონმა ღარიბაშვილმა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, მათი შენიშვნები ჩვენ სასამართლოზე და მაშინ ამართლებდა ამ ყველაფერს და დღეს თურმე ამხილა იმიტომ, რომ მას შეეხო. ესეც იგივე თემაა, რასაც ვეხებოდი მანამდე, სანამ ადამიანებს რაღაც უშუალოდ არ ეხებათ, მანამდე ან თვალს ხუჭავენ, ან ითმენენ, ან სხვაგან იყურებიან და ასეთი იყო ღარიბაშვილის პოზიცია ზუსტად. 

კორუფცია ხან აღიარა, ხან არ აღიარა, მე ვეღარ გავიგე ზუსტად რა ხდება ამ მიმართულებით. ებრძვის, იბრძვის, გადავედი ბრძოლაზე, მაგრამ ვის ებრძვის ესეც გაუგებარია, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, თუ ჯერ კიდევ უცხადებს ლოიალობას ბიძინა ივანიშვილს, თუ ვის ებრძვის, ვინ არის სხვა, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ვისაც აქვს პასუხისმგებლობა თუნდაც მის დატყვევებაზე, თუ არა ივანიშვილი, აბა ვინ? სხვები ვინ არიან? მე ვეღარ ვხედავ, არ ვიცი ზარქუა თუ არის დღეს მმართველი ამ ქვეყნის, თუ ვინ უნდა იყოს, ცოტა გაუგებარია ჩემთვის. 

ამიტომ, მისი [ღარიბაშვილის] პოზიციაც არის გაუგებარი იმიტომ, რომ რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს და ბოლომდე გარკვეული პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ “სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს”.  ექს-პრემიერმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური პროცესია.

ღარიბაშვილმა წერილში ასევე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი ცოლის ძმას გულისხმობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მათ მისცეს ჩვენებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევს პასუხობს
  • პროკურორის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაცვის თანამშრომელმა ვერ გაიხსენა, ჰყავდა თუ არა ნანახი რომეო მიქაუტაძე
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია აშშ-ის ვიზის მიმღებთა საყურადღებოდ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge